გიორგი მარგველაშვილი და დალია გრიბაუსკაიტესი შეშფოთებულნი არიან!
როგორც პრეზიდენტის ოფიციალურ ვებ-გვერდზე ვკითხულობთ, საქართველოსა და ლიტვის პრეზიდენტებს შორის სატელეფონო საუბარი გაიმართა.
პრეზიდენტმა მარგველაშვილმა ლიტვის პრეზიდენტს მადლობა გადაუხადა იმ მხარდაჭერისთვის, რომელსაც ლიტვა საქართველოს მიმართ ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის, ასევე ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის თვალსაზრისით გამოხატავს.
სატელეფონო საუბრისას მხარეებმა იმედი გამოთქვეს, რომ უელსში დაგეგმილ ნატო-ს სამიტზე აღინიშნება საქართველოს პროგრესი, რაც სათანადოდ აისახება სამიტის მთავარ დოკუმენტში.
პრეზიდენტებმა უკრაინაში მიმდინარე ვითარებაზეც ისაუბრეს . ორივე მხარემ შეშფოთება გამოთქვა ბოლო დღეებში განვითარებული მოვლენების გამო.