ენერგო ომბუცმენი წყლისა და ენერგო კომპანიებს ტექნიკური სამუშაოების გადადებისკენ მოუწოდებს!

ენერგო ომბუცმენი წყლისა და ენერგო კომპანიებს ტექნიკური სამუშაოების გადადებისკენ მოუწოდებს!

   ენერგოომბუდსმენი წყალმომარაგებისა და ელექტროენერგიის შეზღუდვებთან დაკავშირებით სპეციალური განცხადებას ავრცელებს და ელექტროენერგიისა და წყლის მიმწოდებელ კომპანიებს გეგმიური ტექნიკური სამუშაოების შეჩერებისკენ მოუწოდებს.
  "უკანასკნელი პერიოდის განმავლობაში მომხმარებელთა ინტერესების საზოგადოებრივი დამცველის სამსახურში ყოველდღიურად ფიქსირდება განცხადებები, სატელეფონო ზარები და ელექტრონული მომართვები თბილისის სხვადასხვა უბნებიდან (განსაკუთრებით გარეუბნებიდან) წყალმომარაგების შეზღუდვის თაობაზე. ზოგიერთ უბნებში წყალმომარაგების პრობლემა გადაუჭრელია. როგორც მომხმრებლები განმარტავენ, კომპანიის მხრიდან ეს აიხსნება აუცილებელი ტექნიკური სამუშაოების წარმოებით. ოფიციალური საინფორმაციო საშუალებების ცნობით, უახლოეს დღეებში ტემპერატურა 40 გრადუსამდე შენარჩუნდება, რის გამოც კვლავ მოსალოდნელია ძლიერი სიცხეები, შესაბამისად, წყალმომარაგების შეუფერხებელი რეჟიმის უზრუნველყოფა მიმდინარე პერიოდში თითოეული ადამიანისთვის სასიცოცხლოდ აუცილებელია. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ენერგოომბუდსმენი, რეკომედაციით მიმართავს შპს "ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერს", შეაჩეროს გეგმიური ტექნიკური სამუშაოები, (გარდა აუცილებელი სამუშაოებისა, რაც საფრთზეს უქმნის სისტემის გამართულობას) და უზრუნველყოს ქალაქის მოსახლეობა მუდმივი წყალმომარაგებით. ამასთანავე, რესურსების სრული მობილიზება უნდა განხორციელდეს რეგიონებში და  შპს საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების, ასევე, წყალმომარაგების სხვა გამანაწილებელმა კომპანიებმა უნდა უზრუნველყონ შეუფერხებელი მომსახურება. გარდა ამისა, გაგრილების ერთადერთ საშუალებად რჩება ელექტროტექნიკა, რის გამოც ელექტროენერგიის შეზღუდვა უარყოფითად აისახება მოსახელობაზე. ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, ელექტროენერგიის შეწყვეტა მინიმუმანდე უნდა იქნას დაყვანილი ქვეყნის მასშტაბით.აღსანიშნავია, რომ  მომხმარებელთა ინტერესების გათვალისწინებით, თბილისში მოსალოდნელი მაღალი ტემპერეტურის გამო, სს "თელასი" დროებით აჩერებს გეგმიურ-პროფილაქტიკურ სამუშაოებს",- ნათქვამია განცხადებაში.

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: