ცხელი ამბავი
›შესყიდვის ელექტრონული აქტი - გამარტივებული აღრიცხვა თუ ახალი ბარიერები მეწარმეებისა და ფიზიკური პირებისთვის? ›აუდიტის საჯარო ზედამხედველობის გაძლიერება თუ პროფესიული საქმიანობის შეზღუდვა? - კანონპროექტის კრიტიკული შეფასება ›გური ოტობაიას ტრიადა: „ენგურის ხეობის საგა“ ›STOP! STOP! STOP! ›როცა თვითცენზურის ჭანჭიკი მოშლილია, ცენზურა უნდა არსებობდეს! ›ვიყავი, ვნახე... ვერ გავიგე! ანუ, რობერტ სტურუას „გედის სიმღერა“! ›ძირს ლიბერალური პარტიები, გაუმარჯოს ხალხის ხმას! ›როსტევანის ამბავი რუსთაველის თეატრის სცენაზე, ანუ ხიდი თუ უფსკრული? ›ვინ იქნება მომავალი პატრიარქი?! ›რატომ დაპატარავდა დიდი ბრიტანეთის იმპერია

სასკოლო სახელმძღვანელოები სკოლებში უკვე განაწილდა

სასკოლო სახელმძღვანელოები სკოლებში უკვე განაწილდა

   სასკოლო სახელმძღვანელოების 80% დაბეჭდილია და საქართველოს მასშტაბით არსებულ სკოლებში გადანაწილდა.  მინისტრი თამარ სანიკიძე თბილისის სკოლებისთვის სახელმძღვანელოების გადაცემის პროცესს პირადად დაესწრო.
   უწყების ცნობით, ახალ სახელმძღვანელოებთან ერთად, პაკეტი საუკეთესო მდგომარეობის წიგნებით არის დაკომპლექტებული და ყველა მოსწავლეს გადაეცემა.
   საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო 2013 წლიდან "მოსწავლეების სახელმძღვანელოებით უზრუნველყოფის პროგრამას" ახორციელებს. 2014 წელს სახელმწიფო 509 651 მოსწავლეს გაუმჯობესებული ხარისხის სახელმძღვანელოებსა და სამუშაო რვეულებს უსასყიდლოდ გადასცემს.
   სამინისტროს ცნობით, 2014 წლის მთავარი სიახლეებია - შემცირდა სახელმძღვანელოების წონა; გაუმჯობესებულია ქაღალდისა და საღებავის უვნებლობის ხარისხი; პირველი კლასის ყველა სახელმძღვანელო დაიბეჭდა თანამედროვე სპეციალურ საბეჭდ ქაღალდზე, რომელიც გამოირჩევა სიმსუბუქითა და გამძლეობით.

გააზიარე სტატია

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: