ცხელი ამბავი
როცა თვითცენზურის ჭანჭიკი მოშლილია, ცენზურა უნდა არსებობდეს! ვიყავი, ვნახე... ვერ გავიგე! ანუ, რობერტ სტურუას „გედის სიმღერა“! ძირს ლიბერალური პარტიები, გაუმარჯოს ხალხის ხმას! როსტევანის ამბავი რუსთაველის თეატრის სცენაზე, ანუ ხიდი თუ უფსკრული? ვინ იქნება მომავალი პატრიარქი?! რატომ დაპატარავდა დიდი ბრიტანეთის იმპერია მაღალიერარქი - უმწიკვლო რეპუტაციით! ნოდარ ჭითანავა - 90 ნოდარ ჭითანავა -  დედით სოციალისტური, მამით კაპიტალისტური, გვარიშვილობით ქართული საბაზრო ეკონომიკა ძირს ყალბი დემოკრატია - გაუმარჯოს წესრიგს! „ალავერდის წმინდა გიორგი“ - ფრესკაში გაცხადებული საქართველოს ისტორია

ლეონიდ თიბილოვი:-"საქართველომ ოსი ხალხის გენოციდი უნდა აღიაროს"

ლეონიდ თიბილოვი:-"საქართველომ ოსი ხალხის გენოციდი უნდა აღიაროს"

   2008 წლის 26 აგვისტოს რუსეთის მაშინდელმა პრეზიდენტმა დიმიტრი მედვედევმა ე.წ. სამხრეთ ოსეთის და აფხაზეთის დამოუკიდებლობა აღიარა. დღეს ე.წ. სამხრეთ ოსეთი დამოუკიდებლობის დღეს ზეიმობს. ამ დღესთან დაკავშირებით ლეონიდ თიბილოვმა განცხადება გაავრცელა:

 

   "ქართულმა აგრესიამ სამხრეთ ოსეთში ადექვატური პოლიტიკურ-სამართლებრივი შეფასება უნდა მიიღოს და უპირველესად, თავად საქართველოსგან, 1989 წლიდან    დაწყებული 2008 წლამდე. 

   საქართველომ ოსი ხალხის გენოციდი უნდა აღიაროს, სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობა უნდა აღიაროს, მატერიალური ზარალი აანაზღაუროს და ძალის გამოუყენებლობის შესახებ დოკუმენტს უნდა მოაწეროს ხელი, სხვაგვარად სამხრეთ ოსეთს საქართველოსთან არანაირი ურთიერთობა არ ექნება.

   საქართველოს ხელისუფლებამ რიტორიკა შეცვალა, თუმცა გეგმების დასახვას აგრძელევს, რაც არსებულ რეალობას არ შეესაბამება, ჩვენ ძალიან კარგად ვისწავლეთ გაკვეთილი და ილუზიებით არ ვიკვებებით, ერთადერთი, სადაც სამხრეთ ოსეთის და საქართველოს წარმომადგენლებს აზრის გაცვლა შეუძლიათ, ჟენევის დისკუსიებია.

   არ გვავიწყდება, რომ საქართველოში არსებობენ, დესტრუქციული ძალები, რომლებიც ჩვენი უსაფრთოხებისთვის მუდმივ საფრთხეს ქმნიან.

   მინდა, აღვნიშნო, რომ ჩვენი ძირითადი სტრატეგიული პარტნიორი რუსეთის ფედერაციაა, მხოლოდ რუსეთთან კავშირის და რუსი სამხედროების აქ ყოფნაა, ჩვენი უსაფრთხოებისა და სტაბილურობის გარანტი".

 

გააზიარე სტატია

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: