მოვლენა, რომლის მომსწრენიც ამაღამ ვიქნებით, 2287 წლის შემდეგ განმეორდება
მეცნიერების განცხადებით 27 აგვისტოს 00:30 საათზე პლანეტა მარსი დედამიწას ყველაზე ახლოს ჩაუვლის. ყველაზე ახლო მანძილი დედამიწასა და მარსს შორის დაახლოებით 34,65 მილიონი მილის ტოლი იქნება, ამ დროს მარსის დანახვა შეუიარეღებელი თვალითაც იქნება შესაძლებელი და ცაზე თითქოს ორი მთვარე იქნება.
მეცნიერების თქმით მსგავსი მოვლენა 2287 წლის შემდეგ განმეორდება.
ასტროლოგების განცხადებით მარსი ბოროტი პლანეტაა და აგრესიის დამანგრეველი ენერგიების მატარებელია.
-მით უმეტეს, 25-ში ჩვენ გვაქვს ახალმთვარეობა. ესეც მძიმე დღეა და ორ დღეში მარსის სიახლოვე, რა თქმა უნდა, დაძაბავს სიტუაციას", – აღნიშნავს ასტროლოგი ცაგარელი.