რისთვის დაუშვა უფალმა ასეთი სასწაული?

რისთვის დაუშვა უფალმა ასეთი სასწაული?

   "პანაგია ფეტუსა" ანუ "გველის ღვთისმშობელი"

   სასწაულები, რომელთა ასახსნელად მეცნიერებას არა აქვს პასუხი.

საოცარი მოვლენა ღვთისმშობლის მიძინების დღესასწაულზე.

   -"საღამოს, კუნძულის მთებიდან მოისწრაფიან შხამიანი გველები და იკრიბებიან იქ, სადაც ადრე მართლმადიდებლური მონასტერი იყო, ახლა კი მის ადგილზე სამლოცველო დგას. ერთ-ერთი უძველესი გადმოცემის მიხედვით სოფელ მარკო-პოლოში ოდესღაც არსებობდა ღვთისმშობლის მიძინების სახელობის დედათა მონასტერი. ერთხელ, როდესაც სოფლის ყველა მამაკაცი ზღვაში იყო სათევზაოდ გასული, მონაზვნებმა შეამჩნიეს, რომ კუნძულს მეკობრეთა გემი უახლოვდებოდა. მონაზვნები გაიქცნენ ტაძრისკენ, მუხლებზე დაემხვნენ და მხურვალედ ევედრებოდნენ ღვთისმშობელს ყაჩაღების შეჩერებას. მეკობრეები მონასტრის კარის შემტვევას ცდილობდნენ. ხის ჭიშკარმა ეღარ გაუძლო და დაინგრა. მონასტერში შეცვენილი მეკობრეები ადგილზე გაშეშდნენ, მონაზვნების მაგივრად შეეჩრხნენ უზარმაზარ შავ გველებს, მეკობრეები გაიქცნენ და იფიცებოდნენ, არასდროს დაბრუნებულიყვნენ ამ ადგილას.

   მარკო-პოლოს მკვიდრნი ამბობენ, რომ მონასტერში დღესაც არის ის ხატი, რომელსაც მონაზვნები ევედრებოდნენ. ხატი ცნობილის სახელით "პანაგია ფეტუსა" ანუ "გველის ღვთისმშობელი". 

   ადამიანები და გველები ერთად შედიან წირვაზე ტაძარში. კეფალონია ერთ-ერთი ადგილია დედამიწაზე, სადაც შხამიანი გველები ადამიანებს არ ერჩიან. და კიდევ, თუ რომელიმე წელიწადს გველები მონასტერში არ ჩამოდიან, ცუდი რამ მოხდება.

 

 "ყოველი ღვთიური სასწაული ხდება იმისთვის,

რომ ადამიანებმა გაიხსენონ ღმერთი

და საკუთარი სიამაყის გამო არ დაივიწყონ შემოქმედი"

 

 

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: