მინსკში გამართული შეხვედრის შემდეგ უკრაინაში მდგომარეობა მკვეთრად გაუარესდა

მინსკში გამართული შეხვედრის შემდეგ უკრაინაში მდგომარეობა მკვეთრად გაუარესდა

   რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი დონბასში  ჰუმანიტარული კორიდორის გახსნას და უკრაინელი მებრძოლების ალყიდან გათავისუფლებას მოითხოვს. ამ მოთხოვნით მან პრორუს ტერორისტებს მიმართა და სპეციალური განცხადება გაავრცელა

   -"აშკარაა რომ აჯანყებულებმა სერიოზულ წინსვლას მიაღწიეს უკრაინის ძალისმიერი ოპერაციის აღკვეთისას, რომელის სასიკვდილო ხიფათს წარმოადგენს დონბასის მოსახლეობისთვის, რომელმაც უკვე მოიტანა უამრავი მსხვერპლი მშვიდობიან მოქალაქეებს შორის. აჯანყებლთა მოქმედების შედეგად დიდი ოდენობით უკრანელი სამხედროები, რომლებიც საომარ მოქმედებებში არა თავის ნებით არამედ ბრძალების შესრულების მიზნით მონაწილეობენ ალყაში მოექცნენ. მე მოვუწოდებ აჯანყებულთა ძალებს უკრაინელი სამხედრო მოსმახურეებისთვის, რომლებიც ალყაში მოექცნენ კორიდორი გახსნან, იმისთვის რომ თავიდან იქნეს აცილებული უაზრო მსხვერპლი, მიეცეთ მათ საშუალება წინააღმდეგობის გაწევის გარეშე გამოვიდნენ საომარი მოქმედებების რაიონიდან და შეუერთდნენ საკუთარ ოჯახებს, დაუბრუნდენ დედებს, შვილებს, მეუღლეებს. სასწრაფოდ აღმოეჩინოთ დახმარება იმათ, ვინ საომარი მოქმედების დროს დაიჭრა. თავის მხრივ რუსეთი მზად არის და კვლავ აღმოუჩენს ჰუმანიტარულ დახმარებს დომბასის მოსახლეობას, რომელიც ჰუმანიტარული კატასტროფით იტანჯება. მე კვლავ მოვუწოდებ უკრაინის ხელისუფლებას დაუყოვნებლივ შეწყვიტოს საომარი მოქმედება, შეაჩეროს ცეცხლი და დონბასის წარმომადგენლებთან დაჯდეს მოლაპრაკების მაგიდასთან და ყველა დაგროვილი პრობლემა მშვიდობიანი გზით გადაჭრას" - ნათქვამია პუტინის განცხადებაში.

   თავის მხრივ ახალი სანქციების დაწესებით ემუქრება რუსეთს აშშ-ს პრეზიდენტი ბარაკ ობამა და აცხადებს:

    -"რუსეთი კონფლიქტს პროვოცირებს. რუსეთი წვრთნის მებრძოლებს. რუსეთი აწვდის მათ იარაღს. რუსეთი აფინანსებს მათ. ეს შიდა კონფლიქტი არ არის. ამასთან რუსეთი განაგრძობს უკრაინაში შეჭრას. აღარ არის ეჭვი იმაში, რომ რუსეთი პასუხისმგებელია უკრაინის აღმოსავლეთით ძალადობაზე და რუსეთი აგრძელებს ძალადობას აღმოსავლეთ უკრაინაში. ჩვენ ბოლო კვირეების მოქმედებას ვთვლით იმის გაგრძელებად რაც ბოლო წლების მანძილზე ხდება".

    ობამამ უკრაინელი კოლეგა თეთრ სახლში მიიწვია. გავრცელებული ინფორმაციით პოროშენკომ მოწვევა მიიღო და ვაშინგტონს სექტემბრის დასაწყისში ეწვევა.

   უკრაინაში სიტუაციის კიდევ უფრო დაძაბვისა და უკრაინის პრეზიდენტის თხოვნით ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების მეთაურები შაბათს ბრიუსელში საგანგებო სამიტზე შეიკრიბებიან. შეხვედრაზე უკრაინაში შექმნილი სიტუაცია და რუსეთის წინააღმდეგ სანქციების გაფართოების საკითხი განიხილება. მანამდე კი გერმანიის კანცლერი ანგელა მერკელი აცხადებს, რომ ევროკავშირი ცდილობს კრიზისი დიპლომატიური გზებით მოაგვაროს, თუმცა სიტუაცია მინსკში გამართული შეხვედრის შემდეგ მკვეთრად გაუარესდა.

 

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: