მურმან დუმბაძე: ხაბაძემ საბჭოს ახალი შემადგენლობა უნდა წარუდგინოს
ბათუმის მაჟორიტარი დეპუტატი მურმან დუმბაძე აჭარის მთავრობის თავმჯდომარე არჩილ ხაბაძეს მთავრობის თავიდან დაკომპლექტებას სთავაზობს.
"ბათუმის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში" გამართულ ბრიფინგზე მურმან დუმბაძემ აჭარის მთავრობასა და უმაღლეს საბჭოს შორის არსებულ დაპირისპირებაზე ისაუბრა.
"ვფიქრობ, მიმდინარეობს ჯანსაღი პოლიტიკური პროცესი და პოლიტიკურმა ტერმინებმა მიიღო რეალური დატვირთვა საქართველოში და ეს არის ძალიან კარგი. საკადრო პოლიტიკა, რომელიც ხორციელდება აჭარის მთავრობის მიერ არის მისი პრეროგატივა, უმაღლეს საბჭოს აქვს იმ განცხადების უფლება, რა განცხადებაც გააკეთა. შესაძლებელია, ამ ჩიხური მდგომარეობიდან გამოსავლის ვარიანტის მოძებნა და ერთ ერთი არის პოლიტიკური კომპრომისი, ანუ არჩილ ხაბაძემ გადააყენოს მთავრობა და უმაღლეს საბჭოს ხელმეორედ წარუდგინოს ახალი შემადგენლობა", - აღნიშნა დუმბაძემ.