რა ხდება ქუთაისის #27 საჯარო სკოლაში და რას ახსენებს მოსახლეობა ქალაქის მერს?
რა ბედი ელის ქუთაისის ყოფილ # 27-ე საჯარო სკოლას? ამ კითხვას არავინ პასუხობს, თუმცა ამბობენ, რომ ყოფილი სკოლა რაგბის სკოლად უნდა გადაკეთდეს, ასევე ამბობენ, რომ სკოლის ადგილას სასულიერო სკოლა უნდა შეიქმნას, თუმცა როდის, ეს უცნობია...
- "რა ბედი ელის სკოლას? სკოლას რომელმაც სწავლების პერიოდში არაერთი ნიჭიერი გამოზარდა,
- როდის მიექცევა ყურადღება ამოდენა ქონებას რომელიც ასე ნიავივიდ მიდის ?
- და რატომ არ გამოიყო დაცვა სკოლის შენობის დასაცავად, სადაც ირგვლივ ყველაფერი ფუჭდება ,
ეს კითხვები ქუთაისის ყოფილ #27-ე საჯარო სკლოის წინ მდებარე გამსახურდიას ქუჩის მაცხოვრებლებს უკვე დიდი ხანია აწუხებთ, მათივე თქმით სკოლის შენობას ირგვლივ ძვირად ღირებული ღობე აკრავს , რაც უკვე აღარ არსებობს, მეტიც რამდენიმე ადგილას ღობის მასალა მთლიანათ მოიპარეს და სკოლის პერიმეტრი როგორც ადრე საერთო ჯამში ღობით დაცული აღარ არის. დამსხვრეულია სკოლის რამდენიმე მეტალოპლასტმასის კარ-ფანჯარა, მოსახლეობა სკოლის იერსახის დამახინჯებისთვის და უყურადღებობისთვის სასამართლოში განცხადების შეტანაზეც საუბრობს, ისინი ამბობენ, რომ სკოლის შენობა უნდა დარჩეს ისევ ისე, როგორც ადრე იყო და არა ისე როგორც ახლა გამოიყურება - დამსხვრეული ფანჯრებით, ქცეული ნაგვის კერად, პოლიეთილენის ბოთლებით და სხვა მრავალი სახის სანახაობებით სავსე…
მოსახლეობა ქალაქის მერს, შოთა მურღულიას დანაპირებს ახსენებს და ამბობს, რომ მერი ქალაქს იმისათვის უნდა, ქალაქის ღირშესანიშნავი ადგილები დააფასდეს. მათივე თქმიდ არ უნდა გადაიქცეს ასეთი ღირშესანიშნავი ადგილები საროსკიპოებად, უნდა გამოიყოს დაცვა, რომელიც სკოლის პერიმეტრს დაიცავს და სკოლაში არსებულ ქონებას გააკონტროლებს .
"საშინელი ხმაური გამოდის სკოლის ეზოდან ყოველ საღამოს, ყოველ დღე, სკოლის პერიმეტრი საშინელ დღეშია, ავსებულია ნაგავით და პოლიეთილენის პივის ბოთლებით . ათასი სახის დასახელებას ნახავთ ძირს დაგდებულს.
-რატომ არავის აჯავრებს სკოლის ბედი? მათ შორის ქალაქის მერს ? რომელიც მოსვლისთანავე დაჰპირდა ხალხს რომ მისი მოსვლის შემთხვევაში მსგავსი არაფერი მოხდებოდა, არც უბნის რწმუნებული, არც დაცვა, არც ყარაული, ასეთ დღეშია სკოლა.
-რა ბედი ელის ამ გასაცოდავებულ სკოლას" ? -ეს იმ მოთხოვნების ჩამონათვალია, რომელიც საზოგადოებას უკვე დიდი ხანია აწუხებს, შეგახსენებთ: რომ ეს შემთხვევა "ივერიონმა" გასულ წელს მოსახლეობის მოთხოვნით გააშუქა, თუმცა უშედეგოდ, ამ ყველაფერს გამოხმაურება არ მოჰყოლია.
დავით ცხვარაძე