ცხელი ამბავი
როცა თვითცენზურის ჭანჭიკი მოშლილია, ცენზურა უნდა არსებობდეს! ვიყავი, ვნახე... ვერ გავიგე! ანუ, რობერტ სტურუას „გედის სიმღერა“! ძირს ლიბერალური პარტიები, გაუმარჯოს ხალხის ხმას! როსტევანის ამბავი რუსთაველის თეატრის სცენაზე, ანუ ხიდი თუ უფსკრული? ვინ იქნება მომავალი პატრიარქი?! რატომ დაპატარავდა დიდი ბრიტანეთის იმპერია მაღალიერარქი - უმწიკვლო რეპუტაციით! ნოდარ ჭითანავა - 90 ნოდარ ჭითანავა -  დედით სოციალისტური, მამით კაპიტალისტური, გვარიშვილობით ქართული საბაზრო ეკონომიკა ძირს ყალბი დემოკრატია - გაუმარჯოს წესრიგს! „ალავერდის წმინდა გიორგი“ - ფრესკაში გაცხადებული საქართველოს ისტორია

ტრაგიკულად დაღუპული ახალგაზრდის ნუგზარ (ნუტი) ლემონჯავას სახელობის გარდამავალი თასის გათამაშება მინი ფეხბურთში დასრულდა

ტრაგიკულად დაღუპული ახალგაზრდის ნუგზარ (ნუტი) ლემონჯავას სახელობის გარდამავალი თასის გათამაშება მინი ფეხბურთში დასრულდა

    ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვემო ქვალონში მარტვილის საფეხბურთო სკოლისა და ხობის "კოლხეთის" გუნდების ყოფილი ფეხბურთელის ტრაგიკულად დაღუპული ახალგაზრდის ნუგზარ (ნუტი) ლემონჯავას სახელობის გარდამავალი თასის გათამაშება მინი ფეხბურთში დასრულდა.

   ტურნირი რომელშიც მონაწილეობდა: ხობის ,,იმედი", ფოთის "კოლხეთი",სენაკის "ეგრისი-2", მარტვილის საფეხბურთო სკოლა-2 , სენაკის "ეგრისი", ფოთის "კოლხეთი-2", მარტვილის საფეხბურთო სკოლის და ხობის "იმედი-2" ფეხბურთელთა გუნდები, საფეხბურთო კლუბ ,,კოლხეთის" ორგანიზებით ჩატარდა. შეჯიბრი გაიმართა, როგორც უმცროსი ასაკის ისე უფროსი ასაკის ფეხბურთელთა შორის.

   უფროსი ასაკის ფეხბურთელთა შორის გამარჯვება ნუტის მეგობრებისაგან დაკომპლექტებულ გუნდს ხვდა წილად, ხოლო მეორე ადგილზე ხობის "იმედის" ფეხბურთელთა გუნდი გავიდა. უმცროსებს შორის პირველი ადგილი ფოთის "კოლხეთის" ჭაბუკ ფეხბურთელთა გუნდმა დაიკავა, მეორე ადგილზე ხობის "იმედის" ფეხბურთელთა გუნდი გავიდა. ფინალურ თამაშში ნუტის ხობელი, მარტვილელი, ფოთელი და სენაკელი მწვერთნელებმაც გამოთქვეს თამაშის სურვილი, ამხანაგური თამაში ანგარიშით 3:3 დასრულდა. ტურნირის დახურვის ცერემონიალს ნუტის ოჯახის წევრებთან, მეგობრებთან და მოწვეულ სტუმრებთან ერთდ ხობის მუნიციპალიტეტის გამგებელი გოჩა ქაჯაია, საკრებულოს თავმჯდომარე ედიშერ ჯობავა, გემგებლის მოადგილეები ვარაზ გაბედავა და მახარე ჩოკორაია ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად დაესწრნენ. გამარჯვებულები დაჯილდოვდნენ სიგელებითა და თასებით.

თაზო ბენიძე

გააზიარე სტატია

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: