კახა ძაგანია:-"გვაქვს საქმე ატომურ სახელმწიფოსთან, რომელსაც შეურაცხადი ხელისუფლება მართავს"

კახა ძაგანია:-"გვაქვს საქმე ატომურ სახელმწიფოსთან, რომელსაც შეურაცხადი ხელისუფლება მართავს"

   უკრაინაში მიმდინარე მოვლენებზე სასაუბროდ "ივერიონი" მემარცხენე ალიანსის ერთ-ერთ ლიდერს კახა ძაგანიას დაუკავშირდა.

  -როგორ ფიქრობთ, რამდენად ჩააბარებს ცივილიზებული სამყარო იმ გამოცდას, რომელი გამოცდის წინაშეც უკრაინაში დგას?

  -რუსეთის ხელისუფლების ავდმყოფურმა იმპერიალისტურმა მიდრეკილებებმა მთელი ცივილიზებული მსოფლიო საფრთხის წინაშე დააყენა.

შეერთებულ შტატებსა და დასავლეთ ევროპას ნამდვილად მოუწევთ მძიმე გამოცდის ჩაბარება. არ მინდა ვინმეს შეურაცყოფა მივაყენო, მაგრამ რუსეთი და უკრაინა არ არის აფრიკის სუსტი სახელმწიფოები, ჩვენ გვაქვს ატომურ სახელმწიფოსთან საქმე, რომელსაც შეურაცხადი ხელისუფლება მართავს.

მეორეს მხრივ ობამას იმპერატიული და დიპლომატიისგან გაცლილი განცხადება იმის თაობაზე, რომ შეერთებული შტატები სამხედრო კონფლიქტში არ ჩაერევა, ესეც ემსახურება რუსეთის ხელისუფლების წახალისებას დანაშაულის ჩადენაში.

  -როდემდე გაგრძელდება ასეთი მდგომარეობა და კონკრეტულად რა უნდა გაკეთდეს, რომ საომარი მოქმედებები შეწყდეს? სანქციემბა ვნახეთ, რომ შედეგი ვერ გამოიღო.

  -რუსეთს თავისი მოკავშირის ჩინეთის დიდი იმედი აქვს, უკრაინის მოკავშირე ქვეყნებმა ჩინეთთან პოზიცია უნდა ჩამოაყალიბოს და ეს ინება ამ საომარი კონფლიქტის დასასრულის დასაწყისი, ასევე სანქციები უნდა გამკაცრდეს არა მხოლოდ პერსონების, არამედ კორპორაციების მიმართაც, ამის გაკეთების ძალა საქართველოსაც შესწევს.

  -როგორ?

  -იმ მაშტაბით რა მაშტაბითაც არიან წარმოდგენილნი საქართველოში რუსული კომპანიები, მაგალითად რაოესი, წყალკანალი და სხვა.

  -როგორ აფასებთ საქართველოს ხელისუფლების დამოკიდებულებას უკრაინაში განვითარებული მოვლენების მიმართ?

  -საქართველოს ხელისუფლება გაყუჩებულია და აკვირდება განვითარებულ მოვლენებს, მთავარია გვახსოვდეს, რომ ძლიერი მტერი მეტი თავისტკივილია!

 

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: