ცხელი ამბავი
›შესყიდვის ელექტრონული აქტი - გამარტივებული აღრიცხვა თუ ახალი ბარიერები მეწარმეებისა და ფიზიკური პირებისთვის? ›აუდიტის საჯარო ზედამხედველობის გაძლიერება თუ პროფესიული საქმიანობის შეზღუდვა? - კანონპროექტის კრიტიკული შეფასება ›გური ოტობაიას ტრიადა: „ენგურის ხეობის საგა“ ›STOP! STOP! STOP! ›როცა თვითცენზურის ჭანჭიკი მოშლილია, ცენზურა უნდა არსებობდეს! ›ვიყავი, ვნახე... ვერ გავიგე! ანუ, რობერტ სტურუას „გედის სიმღერა“! ›ძირს ლიბერალური პარტიები, გაუმარჯოს ხალხის ხმას! ›როსტევანის ამბავი რუსთაველის თეატრის სცენაზე, ანუ ხიდი თუ უფსკრული? ›ვინ იქნება მომავალი პატრიარქი?! ›რატომ დაპატარავდა დიდი ბრიტანეთის იმპერია

ირაკლი ღარიბაშვილი:-"დღეს საქართველოს პარლამენტი არის ჭეშმარიტი კანონმდებელი"

ირაკლი ღარიბაშვილი:-"დღეს საქართველოს პარლამენტი არის ჭეშმარიტი კანონმდებელი"

   საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა საერთაშორისო ლიდერთა კონფერენციაზე განაცხადა, რომ საქართველოში განხორციელდა ძალა-უფლების გადანაწილება, რაც აუცილებელი იყო საქართველოს დემოკრატიული ინსტიტუტების სრულყოფილი განვითარებისათვის. მისივე განცხადებით დღეს საქართველოს პარლამენტი არის ჭეშმარიტი კანონმდებელი.

   "შეტანილია, განიხილება და მტკიცდება საკანონმდებლო ინიციატივები. კომიტეტებში ტარდება მოსმენები და მინისტრებთან შეხვედრები მათი საქმიანობის მკაცრი განხილვის თანხლებით. ძველი, ნოტარიალური ტიპის საქმიანობა პარლამენტში ისტორიას ჩაბარდა.

   ადამიანის, მათ შორის უმცირესობათა, ფუნდამენტურ უფლებათა და თავისუფლებათა დაცვაც ჩვენი ერთ-ერთი უმთავრესი პრიორიტეტია. როგორც უკვე ვახსენე, თომას ჰამარბერგმა და ევროკავშირმა მოგვაწოდეს მნიშვნელოვანი რჩევები ადამიანის უფლებებთან დაკავშირებული ზოგადი მდგომარეობის გასაუმჯობესებლად. მათთან თანამშრომლობით ჩვენ შევიმუშავეთ ადამიანის უფლებათა ეროვნული სტრატეგია და სამოქმედო გეგმა, რომელთა მიზანიცაა შვიდი წლის განმავლობაში ქვეყნის სამართლებრივი და ინსტიტუციური ბაზის, ასევე ადამიანის უფლებათა დაცვის კულტურისა და პრაქტიკის, დაახლოება ევროპულ სტანდარტებთან.

   არც ერთ სხვა ქვეყანას არ აქვს მსგავსი გეგმა. ის მოიცავს სამართალდამცავ, მართლმსაჯულებისა და სასჯელაღსრულების სისტემებს, შრომის ბაზარს, სოციალ მომსახურებას, ასევეეროვნულ და ადგილობრივ სახელისუფლებლო ინსტიტუტებსა და სტრუქტურებს. პროგრესი შეფასდება და შესაბამისი მოხელეები ანგარიშვალდებული იქნებიან გეგმის შესრულებისათვის"-განაცხადა პრემიერმა.

 

გააზიარე სტატია

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: