დემურ გიორხელიძე: ქართული კომპანიები ევროკავშირის ბაზარზე ინტეგრაციისთვის მზად არ არიან

დემურ გიორხელიძე: ქართული კომპანიები ევროკავშირის ბაზარზე ინტეგრაციისთვის მზად არ არიან

 ანალიტიკოს  დემურ გიორხელიძის განცხადებით, საქართველოს ევროკავშირთან ასოცირების  შეთანხმების პირობებით სარგებლობისთვის 7-10 წლიანი მომზადება დასჭირდება. მისი თქმით, ქართული კომპანიები სადღეისოდ ევროკავშირის ბაზარზე ღრმად ინტეგრაციისთვის მზად არ არიან და ქვეყანას, რომელიც უმეტესწილად იმპორტზეა დამოკიდებული, დიდი პრეტენზიები ვერ ექნება.  

  "ეს არის სამომავლო შანსი. ჩვენ რომ შეგვეძლოს ვისარგებლოთ ყველა იმ სიკეთით, რასაც ეს ხელშეკრულება გვაძლევს, ქვეყნის მომზადება დაახლოებით 7-10 წლის განმავლობაში დაგვჭირდება. სადღეისოდ ქართული კომპანიები ევროპულ ბაზარზე ღრმად ინტეგრაციისთვის მზად არ არიან, ამისთვის მათ არაფერი გააჩნიათ. ქვეყანა, რომელიც თითქმის 80%-ით იმპოერტზეა ჩამოკიდებული, არ შეიძლება დიდი პრეტენზიების მქონე იყოს",- განაცხადა დემურ გიორხელიძემ.   

 

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: