ნინო გიორგობიანი:-""მესტიაში მომხდარ ფაქტზე აღძრულია სისხლის სამართლის საქმე"

ნინო გიორგობიანი:-""მესტიაში მომხდარ ფაქტზე აღძრულია სისხლის სამართლის საქმე"

    "მესტიაში მომხდარ ფაქტზე აღძრულია სისხლის სამართლის საქმე და მას სამეგრელო-ზემო სვანეთის საოლქო პროკურატურა იძიებს. ფაქტთან დაკავშირებით გენერალურმა ინსპექციამ სამსახურებრივი მოკვლევა გუშინვე დაიწყო. ღამევე მოხდა ინციდენტში მონაწილე ყველა პირის გამოკითხვა"-წერს ფეისბუქის საკუთარ გვერდზე შს სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსი ნინო გიორგობიანი.

    შეგახსენებთ, რომ მესტიაში სამართალდამცვველები  ერთმანეთს დაუპირისპირდნენ. დეტექტივ-გამომძიებელ ზვიად ჭანტურიას ინფორმაციით, მესტიის პოლიციის უფროსმა გიორგი სამარღანიშვილმა, მისმა მოადგილე გიორგი ჯაფარიძემ და ინსპექტორ-გამომძიებელ გელა სუბელიანმა ინსპექტორ-გამომძიებლი რომან ყორშია ცემეს და სამსახურეობრივი იარაღი ჩამოართვეს. ზვიად ჭანტურიას თქმით, ყორშიას სახის არეში სერიოზული დაზიანებები აღენიშნება, რის გამოც მისი ჰოსპიტალიზება და ქირურგიული ჩარევა გახდა საჭირო.

 

 

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: