ეროვნული ასოციაციის პრეზიდენტად, რუსთავის მერი დავით ჯიქია აირჩიეს
თბილისის მერი დავით ნარმანია საქართველოს ადგილობრივი თვითმმართველობის ეროვნული ასოციაციის მესამე ეროვნულ ასამბლეაზე სიტყვით გამოვიდა. დავით ნარმანიამ ჩატარებული ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების მნიშვნელობაზე და თვითმმართველობის რეფორმის პროცესში ასოციაციის როლზე ისაუბრა.
ეროვნულ ასამბლეაზე საქართველოს ყველა თვითმმართველი ერთეულიდან წარმოდგენილმა დელეგატებმა ადგილობრივი თვითმმართველობის ეროვნული ასოციაციის ახალ პრეზიდენტად რუსთავის მერი დავით ჯიქია აირჩიეს.
"მინდა წარმატებები ვუსურვო ახალ ხელმძღვანელს, ასოციაციის შემადგენლობას კი აქტიური საქმიანობა" - განაცხადა დავით ნარმანიამ.