სალომე ზურაბიშვილი:-"უკრაინა, რუსეთი, ამერიკა, ევროპა და ჩვენ!"
პარტია "საქართველოს გზის" საპატიო თავმჯდომარე სალომე ზურაბიშვილი მიმდინარე მოვლენებს სოციალური ქსელით ეხმიანება და წერს:
-"ბევრი აზრი ისმის უკრაინის მოვლენებზე და ძირითადად გვარწმუნებენ, რომ ორ ბანაკად უნდა დაიყოს ქართული საზოგადოების აზრი და ანალიზი:
ერთის მხრივ ეგრედწოდებული "პრაგმატისტები" რომლებიც უყურებენ ჩვენი ჯარის სიმწირეს და რუსეთის ბუმბერაზობას, უყურებენ საზღვარზე ვინ გვყავს მომდგარი და კიდევ რა შეუძლია მეზობელმა დაგვიშავოს ; ამ "რეალობიდან" გამომდინარე თვლიან რომ სხვა გამოსავალი არა გვაქვს თუ არა ჩუმად ვიყოთ, თავი დავავიწყოთ სხვისკენ მიბრუნებულ დათვს, ვაცალოთ ევროპას და ამერიკას რათა სანქციებით ან იარაღით ან მიაღწიონ მიზანს ან რუსეთმა თავისი გაიტანოს, ჩვენ კი არ ჩავერიოთ არც სიტყვით არც საქმით. ამ პრაგმატიზმის ნაწილია მერკანტილიზმიც : სადაც რუსეთმა სანქციები გამოაცხადა ევროპის პროდუქტებზე და აღარ შემოაქვს ევროპიდან სურსათი, რატომ არ "გამოვიყენოთ" ეს შანსი და ჩვენი პროდუქტები არ გავასაღოთ .... რაც ნორმალურ ენაზე იკითხება როგორც სხვისი გაჭირვებით სარგებელის მონახვა და ესოდენ მორწმუნე ერს არ უნდა ეკადრებოდეს ....!
მეორე მხარე - ძირითადად მონოპოლიზირებული ნაცმოძრაობისგან - ითავისებს " იდეალისტურ" პოზიციას: სოლიდარობა გამოვუჩინოთ უკრაინას ყველა შესაძლო ფორმით - თუნდაც შეიარაღებული დახმარებით და ომში ჩართვით, რუსეთი მაინც იშლება და ეს დაშლა უნდა დავაჩქაროთ ამითი, და ყველაფერში ვამხილოთ და დავგმოთ, მთლიანად უნდა მივემხოთ ჩვენ ევროატლანტიკურ პარტნიორებს - წინაც ვუსწრებდეთ რუსეთის ლნძღვა გამხილვაში და სიძულვილში. ჩვენი მკაფიო პოზიციით ვითომც და დავაჩქარებთ ნატოში და ევროკავშირში გაწევრიანებას , რომელიც ისედაც ჩვენი ერთადერთი ალტერნატივაა. ეს პსევდო "იდეალისტური" პოზიცია სინამდვილეში არსად არ მიდის და ისევე ილუზიას წარმოადგენს როგორც 2008 წლის ომში ჩვენი გამარჯვების გამოცხადება. არც იმის ძალა და საშუალება გაგვაჩნია რომ ომში ჩავერთოთ, ევროპის შუა გულში გაჩაღებულ ომი ვერ იქნება ვინმესთვის -უკრაინა თუ საქართველოსთვის ან რომელიმე ევროპელ ქვეყნისთვის- მომგებიანი. დიდი ხანია ნათელია - და ეს ნაცებს უნდა უფრო კარგად ესმოდეთ კიდევ (იმედი მაქვს იციან) - რომ ნატოს გზა და ევროკავშირის გზა რუსეთთან დაპირისპირებით არ მიიღწევა პირიქით... კონფრონტაცია ბოლოს არაფრის მომტანია თუ არა ტერიტორიების დაკარგვისა, და ვერ იქნება წარმოდგენილი როგორც უალტერნატივო.
არ არის სწორი ის, რომ ჩვენ არჩევანი გვაქვს მხოლოდ სრული დათმობის (ანუ ლაჩრობის პოლიტიკის) და ტოტალური კონფრონტაციის ( ანუ სიძულვილის პოლიტიკის) შორის ! სინამდვილეში არცერთი წარმოადგენს ჩვენთვის რეალურ ალტერნატივას - პრაგმატიზმი ყველაფრის დათმობით და სხვისი ნების იმედათ დარჩენაა, რაც არასოდეს ამართლებს და ნიშნავს ჩვენი თავის და თვითმყოფადობის დატმობას; იდეალიზმი კი წინასწარ განწირული პოლიტიკაა რომელიც გვაყენებს ფრონტის წინა ზოლზე, სადაც ვიცით რომ დამცველი და მეშველი არავინ იქნება... ანუ ახალი ფორმა კიდევ ტერიტორიების ჩაბარების?
აბა მეტყვით "რა გვეშველება"? ნეტავ არსებობს ოქროს შუალედი? მგონი რომ მისი მოპოვება შესაძლებელია და პოლიტიკა - საგარეო თუ შიდა- სწორედ ესაა ექტრემალურ სიტუაციებიდან თავის არიდება მაგრამ პრინციპების არ დათმობა, თავის თავის არ გარდაქმა და მეობის არ დაკარგვა ... პრინციპში დიდად არ განსხვავდება ინდივიდუალური არჩვენების წინაშე მდგარი პიროვნების ამოცანისგან! შენ თავზე ხელი არ უნდა აიღო, არც შენ შესაძლებლობებს გადაცდე...
ასეა ქვეყანაც : როცა ვმჯელობთ უკრაინაზე , ჩვენ ჩვენ თავზე, ჩვენ კულტურაზე და ჩვენ ღირებულებებზე ვერ ვიტყვით უარს ...ამდენად აუცილებელია სოლიდარობა ჩვენ ისტორიულ მეგობარ ქვეყანასთან, ვისთანაც გაგკავშირებს ერთ წნეხის ქვეშ საუკუნოვანი ცხოვრება და ბევრი ერთად გავლილი ბრძოლა (თუნდაც 90იან წლების ეროვნული მოძრაობების პერიოდი). მაგრამ სოლიდარობა არ ნიშნავს უშუალოდ ომში ჩარევას, მეტადრე როცა შენ ამის ძალა არ გაგაჩნია; არც ნიშნავს სიტუაციის გამწვავებას და პროვოკაციულ და უპასუხისმგებლო რჩევების დარიგებას (ბატონო მიშა!). სხვა ბევრი გზა არსებობს სოლიდარობის გამოხატვისა : ჰუმანიტარული დახმარება (ანუ სერგეენკოს მიერ დაწყებული აქციის ბოლომდე მიყვანა!), სანქციებთან ნაწილობრივ მაინც შეერთება (მათი არ დარღვევა ჩვენი ქმედებებით), საზოგადოებრივი სოლიდარობის გამოჩენა, პოლიტიკური მხარდაჭერა ... ანუ იმის გამოხატვა, რომ თუნდაც არ ჩაბმულნი ომში, ჩვენ ვიცით ვისი მხარეს ვდგევართ. რამეთუ მთავარი მავნებლობა მაინც მიმაჩნია როცა ერთ ჭრილში ვიხილავთ რუსეთს რომლის სახლემწიფო პოლიტიკა (და აქ საუბარი არ არის რუსულ კულტურაზე ან კიდევ რუსულ ხალხზე) ყოველთვის საქართველოს სახელმწიფოებრიობის საწინააღმდეგოდ ვლინდებოდა. რომელმაც წაგვართვა ეკლესიის ავტოკეფალია, ეკლესიებში ნახატები კირით გაანადგურა, ტერიტორიები წაგვართვა იმპერიის, სტალინის და პოსტ საბჭოთა პერიოდებში ერთნაირად, რომელმაც გადაასახლა და გაანადგურა ქვეყნის საუკეთესო ნაწილი და მისი ელიტა...
და მეორეს მხრივ გინდ ამერიკა და გინდ ევროპა, რომლებიც გამოირჩევიან ბოლო ოცი წელი განუწყვეტლივ ეკონომიურ დახმარებით. ჩვენ რომ მათი ყველაფერი არ მოგვწონს, ჩვენ რომ ვაკრიტიკებთ მათ "სიფრთხილეს "(რომელიც ნაწილობრივ დემოკრატიას ახასიათებს რამეთუ დემოკრატიული წყობა უფრო უფრთხილდება თავის ქვეშემდრომებს და ამიტომ ომს და კონფრონტაციას ბოლო წუთამდე ერიდება, რაც ნამდვილად არ ახასიათებს ჰიტლერულ და სტალინურ სტილის ტოტალიტარულ წყობებს ორიენტირებული ძალაუფლების ყველა საშუალებით გაძლიერებისკენ და იმპერიული ტერიტორიის გავრცობისკენ და ადამიანის სიცოცხლის არაფრად ჩამთვლელნი).
არანაირი გამართლება არა აქვს ამ ორი მხარის გაიგივებას თუ არა ჩვენი პასიურობის და ჩვენ მეობაზე უარის ტქმის გამართლება ("მაინც სხვები გვამრთავენ" ტეორიის მიხედვით).
არჩევანი გვაქვა რომელიც გადის არც კონფრონტაციაზე და არც დათმობაზე ( ვაიმე! რამდენი წელი ერთ და იგივეს ვქადაგებ ...უდაბნოში ხმა ღაადებელი
ჩვენ ვერც დავიწყებთ არც უნდა დავიწყოთ ახალი კონფრონტაცია რუსეთთან, არც სხვებს ვუბიძგოთ რასაც ჩვენ ვერ ვშვევბით, და არც უპასუხისმგებლო სიტყვები ვაბრახუნოთ ჩვენ თავის (ან რომელიმე პარტიის) გამოსაჩენად! ომი არის სერიოზული საქმე და არის ბოლო გამოსავალი (ეხლაც და 2008 წელსაც და მუდამ) და სანამ არსებობს სხვა პოლიტიკური გამოსავალი ყველაფერი უნდა იყოს გამოყენებული თვაიდან ასაცილებლად და მშვიდობის გადასარჩენად. ცხადია ეს დათმობით ვერ დაიწყება: ანუ ვერ გავჩუმდებით იმაზე, რომ რუსეთს ძალიან დიდი პასუხისმგებლობა აკისრია დღევანდელ კრიზისში რამეთუ მისი ძალადობითი ქცევით (ყიორიმში ჯერ და ეხლა "მწვანე კაცუნების" შეჭრით) მე 20 და მე21 საუკუნის საყრდენები და პრინიცპები თავდაყირა დააყენა, საზღრვრების არცნობით და მისი იმპერიულ შევიწროებასთან არ შეგუებით....ამითი გახდა რუსეთი სტაბილურობის დამანგრეველი ძალა.... რაც არ უნდა ზოგი მისი პრეტენზიები თუ ეგრედ წოდებული "ინტერესები" ნაწილობრივ გამართლებული იყოს (რაღაც ზომით გავლენის შენარჩუნება მის სამეზობლოზე, მისი ინტერესები იმ მოსახლეობის მიმართ, რომელიც რუსულ სივრცესთან ჯერ კიდევ ინარჩუნებს კავშირებს და თავს მის ნაწილად თვლის, ყირიმის მიმართ ისტორიული არგუმენტები მაგრამ მაშინ თურქეთი რა?) გამოსავალი ამ სიტუაციიდან მოითხოვს იმ პრინციპებთან დაბრუნებას : ტერიტორიულ სუვერენობა, საზღვრების უცვლელობა, მაგრამ ასევე უმცირესობების უფლებების დაცვა. თუ საუბარია რა პოლიტიკური გამოსავალი ისიც უნდა ითქვას რომ პოლიტიკური გადაწყვეტა უკრაინის პრობლემის მოითხოვს მთლიანად დანახვას სურათის და მთელი სამეზობლო - რუსეთის და ევროკავშირის_ ერთ ჭრილში უნდა იყოს აღქმული და ერთ პრინციპებით მოგვარებული მისი პრობლემები: ეს მოითხოვს მართლაც არა ფორმალურად, არამედ შინაარსობრივად ევროკავშირის და რუსეთის დიალოგს, რაც დღემდე და უკვე ოცი წელი გავიდა საბჭოტა კავშირის დაშლის მერე, ჯერ არ მომხდარა... და ისიც უნდა ითქვას რომ ამ დიალოგში ვისაც გამოცდილება აქვს, იდენტური თუ არა მაინც მიახლოვებული პრობელემები - ყველა უნდა იყოს ჩართული.... ასოციერბაზე და ნატოს მაპობაზე შეიძლება რაღაც კორეკტივების შეტანა და ამაზე წასვლა (ისედაც ნატოიც და ევროკავშირი სამეზობლოს მიმართ ძალიან ფრთხილობს) თუ კი ახალი წყობა რომელიც წარმოიშვება ევროპის და რუსეთის ერთობლივ სამეზობლოში იქნება გარნატირებული, გამყარებული და თუ კი მასში არსებული სახელმწიფოები იქნებიან მიჩვნეულნი ორივე მხარესაგან როგორც სრულყოფილი თანამონაწილეები ამ მოლაპრაკებების და არა მხოლოდ შედეგების მსხვერპლი.
ხომ ნათელია თუ რა მნიშვნელოვანი როლი შეიძლება ეჭიროს საქართველოს ამ მოლაპრაკებებში, როგორც არც ჩართული და არც ნეტრალური, არამედ დაინტერესებული მხარე, რომელიც ევროპასთან იზიარებს ღირებულებებს და პოლიტიკურ საწყისებს, რუსეთს კი იცნობს გამოცდილებით , წარსულით და მასთან ჯერ კიდევ ენის მოპოვება შეუძლია.
არ მომერიდება და ვიტყვი რომ თუ შევძელით რუსული ბაზების გაყვანა ჩვენი ქვეყნიდან მოლაპრაკების გზით და არც ერთ პრინციპის დათმობის ფასად, ალბად ისიც უნდა შევძლოთ რომ გარდაუვალ მოლაპრაკებებში ისეთი როლი მოვიპოვოთ, რომ არც ჩვენ თავს და უკრაინასარ ვუღალატოთ, და რუსეთმა და ევროპამაც დაგვინახონ როგორც ღირსეული და რეალური მოთამაშე ამ რეგიონის მომავალის გადაწყეტის ჟამს!