აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკას ახალი მთავრობა ჰყავს
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესმა საბჭომ აჭარის მთავრობის ახალი შემადგენლობა დაამტკიცა.
აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრი გიორგი თავართქილაძე იქნბა, რომელიც მანამდე "ვითიბი" ბანკის აჭარის ფილიალის დირექტორი იყო. ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის პოსტი კი ნუგზარ სურმანიძემ დაიკავა, რომელიც ამავე სამინისტროში მუშაობდა. განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრად გია თავამაიშვილი დაამტკიცეს, რომელიც აჭარაში ერთიანი ეროვნული გამოცდების ცენტრს ხელმძღვანელობდა. სოფლის მეურნეობის მინისტრის თანამდებობა კი ფერმერთა სახლის მეპატრონემ ზაურ ფუტკარაძემ ჩაიბარა.