ყალბი ატესტატების საქმით პროკურატურა დაინტერესდება?
განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ახალი ხელმძღვანელობა ყალბი ატესტატების საქმის შესწავლის მიზნით პროკურატურას მიმართავს.
ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" განათლების მინისტრის მოადგილემ დავით ზურაბიშვილმა განუცხადა. მისივე თქმით, ყველა კანონდარღვევაზე შესაბამისი რეაგირება მოხდება.
"ამაზე რეაგირება აუცილებლად მოხდება. შემიძლია გითხრათ, რომ ყალბი ატესტატები ნამდვილად გაიცა", - აღნიშნა ზურაბიშვილმა.
შეგახსენებთ, რომ რამდენიმე თვის წინ გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორი მაია მიმინოშვილი განათლების მაშინდელ მინისტრს დიმიტრი შაშკინს ყალბი ატესტატების გაცემაში ადანაშაულებდა.