ჩიორა თაქთაქიშვილი ისევ დახმარებას ითხოვს
"ქართული ოცნება" "ნაციონალური მოძრაობის" რეგიონალური თვითმართველობების წარმომადგენლებზე ზეწოლას ახდენს. ამის შესახებ ჩიორა თაქთაქიშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, მსგავსი ფაქტები სამტრედიაში, ფოთსა და რუსთავში დაფიქსირდა. "ქართული ოცნების" წარმომადგენლები თვითმართველობის საქმიანობაში ჩარევას ცდილობენ. ადგილი აქვს ძალადობას, მუქარას, ზეწოლას. მივმართავთ საერთაშორისო და არასამთავრობო ორგანიზაციებს, გამოეხმაურონ ამ ძალიან შემაშფოთებელ ტენდენციას", - განაცხადა ჩიორა თაქთაქიშვილმა.
დეპუტატის ბრალდებას გამოეხმაურა ფოთის მაჟორიტარი ეკა ბესელია. ის "ნაციონალებზე" ზეწოლის ფაქტებს უარყოფს.
"თუ ჰგონია "ნაციონალურ მოძრობას", რომ მათ ისევე უნდა გააგრძელონ ხალხის ფულის და ქვეყნის ბიუჯეტის უმიზნოდ ხარჯვა, როგორც აქამდე იყო, ცდებიან. მათ არ იციან, რომ ხალხის მიერ არჩეული ხელისუფლება ინტერესდება ხალხის ბედით", აცხადებს ეკა ბესელია.