ველური იმპროვიზაცია, საღებავის სროლით შექმნილი ნახატი და ემიგრაციაში მყოფი გიორგი ცინცაძის პირველი წარმატება საქართველოს სახელით

ველური იმპროვიზაცია, საღებავის სროლით შექმნილი ნახატი და ემიგრაციაში მყოფი გიორგი ცინცაძის პირველი წარმატება საქართველოს სახელით

   გიორგი ცინცაძე დაიბადა საქართველოში, ქალაქ რუსთავში 1975 წლის 19 ოქტომბერს. ხატავს ბავშვობიდან, თუმცა სამხატვრო განათლება არ მიუღია. თვითნასწავლი მხატვარი და მუსიკოსია, 2008 წელს დატოვა საქართველო და საცხოვრებლად გადავიდა აშშ-ში, ქალაქ ნიუ-იორკში, სადაც ცხოვრობს და მოღვაწეობს დღემდე.

   -"ხატვა და მუსიკა ჩემი აზრით არის ის უნივერსალური შესაძლებლობა, რომელსაც არც ერთ ენაზე თარგმანი არ სჭირდება და საუკეთესო შესაძლებლობაა იმისა, რომ მსოფლიოს სხვადასხვა ეთნოსის ხალხებს გაუზიარო ის, რასაც ავტორის შინაგანი სამყარო განიცდის.. ჩემი ნამუშევრები იქმნება სპონტანურად, ეს არის ველური იმპროვიზაცია, რომლის დროსაც ფუნჯი ტილოს არ ეხება, საღებავის ტილოზე გადატანა ხდება სროლით.. აქედან გამომდინარე ამის გამეორება შეუძლებელი ხდება და ყოველი ნამუშევარი უნიკალურია... ყველაზე დიდი სიამოვნება ჩემთვის თავად შექმნის პროცესია, ხოლო ორმაგი სიხარული კი არის ის, როდესაც ნამუშევარი მნახველისთვის ხდება ხილული და გაზიარებული"-ამბობს მხატვარი.

   გიორგი ცინცაძემ პირველ წარმატებას სწორედ ემიგრაციაში ყოფნის დროს მიაღწია როდესაც მიწვეული იქნა იტალიის ქალაქ მილანში გამართულ საერთაშორისო გამოფენაზე, სადაც მონაწილეობას იღებდნენ მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებიდან ოცდაათი მხატვარი გამოფენაზე მისი ერთ-ერთი ნამუშევარი წარდგენილი იყო საქართველოს სახელით და წილად ხვდა პირველი ადგილი.. თუმცა რაღა გავაგრძელოთ, სჯობს თავად მოვუსმინოთ მის მონათხრობს, რომელიც ბიოგრაფიული ელემენტებით არის გაჯერებული

 

"უცნობი მხატვარის ჩანაწერები"

 

   ყველაფერი 2008 წლის 6 მაისს გიორგობის დღესასწაულზე დაიწყო; როდესაც ჩემთვის ცნობილი გახდა რომ გათამაშებაზე მოვიგე მწვანე ბარათი.. რის შემდგომაც მალევე დავტოვე საქართველო მეუღლესთან და ვაჯიშვილთან ერთად და

საცხოვრებლად გადავედით აშშ-ში ქალაქ ნიუ იორკში სადც ვცხოვრობთ დღემდე იმ იმედით რომ მალე დავბრუნდებით!.. თავიდან ცოტა არ იყოს გაგვიჭირდა ახალ რეალობასთან შეგუება,იყო აღმაფრენეაც და ვარდნაც მაგრამ საბოლოდ მაინც შევძელით ქართული ადათ წესების უარყოფის გარეშე ასე თუ ისე შევრწყმოდით აქამდე უჩვეულოსა და უცხო ცხოვრების წესს.. ძნელია თავი დაიმკვიდრო იმ გარემოში რომლისთვისაც უცხოა ქართული მენტალიტეტი.. ბევრგან ვცადე ძალები მაგრამ გული საბოლოოდ ვერაფერს დავუდე რომ არა ერთი ვითომდა ჩვეულებრივი დღე, რომელმაც ჩემი ცხოვრება რადიკალურად შეცვალა!...

 

ძველი გუაშები და მუყაოს ნაჭერი

 

   აი, ამ ვითომდა ჩვეულებრივ დღეს მოხდა ის, რასაც ქვეცნობიერად დიდხანს ველოდი.. მეუღლე რომელიც სახლში უსარგებლო ნივთებს აგროვებდა გადასაყრელად, შეკითხვაზე სჭირდებოდა თუ არა ეს ძველი გუაშები ვნმეს? ჩემდა უნებურად ვუპასუხე; (მე მჭირდება,არ გადააგდო!) მაშინვე მივანებე თავი ყველაფერს და ასევე გადასაგდებად გამზადებულ მუყაოს ნაჭერზე ხატვას შევუდექი.. ნახატმა მოლოდინს გადააჭარბა,საკმაოდ კარგი გამოვიდა პირველი ჯერისთვის.. ჯერ კიდევ არ ვიცოდი რომ ეს ნამუშევარი გახდებოდა ის რაც საბოლოოდ შეცვლიდა ჩემს ცხოვრებას..

   გართ 6.02.2010 წელი იდგა,გადავწყვიტე ბედი მეცადა ნახატის ფოტო გადავუღე და სხადასხვა ინტერნეტ გვერდებზე ავტვირთე,რასაც ჩემდა გასაკვირად აქტიური გამოხმაურება მოჰყვა.. ზოგი მოწონებას ვერ ფარავდა ზოგი კი პლაგიატობას მწამებდა და წერდნენ რომ ეს ცნობილი ამერიკელი მხატვარის აბსტრაქტ ექსპრესიონისტის, ჯექსონ პოლლოკის ნამუშევარი იყო მე კი უნამუსოდ ვიბრალებდი მის ავტორობას.. ამ ყოველივემ ჩემში დაუცხრომელი სურვილი გამოიწვია მეხატა და მეხატა.. რომ საბოლოოდ დამემტკიცებინა მათთვის რომ ეს პოლოკი კი არა ქართველი თვითნასწავლი მხატვარი, გიორგი ცინცაძეა!..  შეგახსენებთ რომ სამხატვრო განათლება არ მიმიღია.. უბრალოდ პატარაობიდანვე მიყვარდა ხატვა და ამაში მთავარი წვლილი ჩემს მშობლებს მიუძღვით, მათ ბავშობაშივე შთამინერგეს ხელოვნების სიყვარული რამაც 35 წლის ასაკში იფეთქა ზუსტად ამ შემთხვევის წყალობით რაც ზემოთ გიამბეთ...საბოლოოდ ვიღაცისთვის რაღაცის დამტკიცების სურვილი გაქრა და დარჩა მხოლოდ ხატვის სურვილი...

 

ეს ამად ღირდა!

 

   ვინაიდან არ მქონდა იმის ფუფუნება რომ მეხატა პროფესიონალური სამხატვრო საღებავებით და ტილოებზე, ვხატავდი ყველაფერზე რაც ხელში მომხვდებოდა, ეს ძირითადათ იყო მუყაოსა და კარდონის ნაჭრები, არც საღებავები იყო სამხატვრო,არამედ ჩვეულებრივი სამშენებლო საღებავები რითის სახლებს,კედლებს და ძირითადად ღობეებს ღებავენ, ისიც ხშირ შემთხვევაში ვადა გასული რომლებსაც ძალიან იაფად ვყიდულობდი ერთ მოხუც ებრაელთან პატარა მაღაზიაში.. პირველი 15 ნამუშევარი რომ მომიგროვდა დადგა ჩარჩოების პრობლემა რაც ბევრი ფიქრის შემდეგ მარტივად გადავწყვიტე.. ამ მარტივ გადაწყვეტილებას შეეწირა საკუთარი ლოგინი, რომლისგანაც ბოლოს მხოლოდ მატრასი დარჩა, ხე დაიხერხა და გავაკეთე ჩარჩოები  სახლში დაბრუნებულ მეუღლეს რა თქმა უნდა ელად ეცა, მაგრამ რაღას იზამდა? გადახედა ნამუშევრებს და მცირე პაუზის შემდეგ დააყოლა; "ეს ამად ღირდა!"

 

პირველი წარმატება  

 

მომდევნო სამი წლის მანძილზე ჰორიზონტზე ჯერ კიდევ არაფერი მოსჩანდა, 2013 წელის ოქტომბერი იდგა და ამ მშვენიერ ღვთით კურთხეულ დღეს მივიღე შემდეგი შინაარსის წერილი; წერილის ავტორები; კარლო გრეკო და ალესანდრა მაგნი იტალიის ქალაქ მილანიდან რომლებიც აწყობდნენ გამოფენას მილანში, მიწვევდნენ "TORRE BRANCA EX-ALT NEW ART"- ის საერთაშორისო გამოფენაზე რომელშიც მონაწილეობას მიიღებდნენ ოცდაათი მხატვარი მსოფლიოს სახადასხვა ქვეყნებიდან და მე უნდა წარმომედგინა ერთი ნამუშევარი საქართველოს სახელით!..

   ეს იყო პირველი სიხარული და სერიოზული პასუხისმგებლობის გრძნობა რომელიც დამეუფლა.. მილანში წასვლაზე აღარაფერს ვამბობ,ნამუშევარი რომ გამეგზავნა იმის სახსრებსაც კი ვერ ვშოულობდი.. ("მაგრამ ღმერთი არ გასწირავს კაცსა შენგან განაწირსა") გამოფენის დაწყბამდე სულ რამოდენიმე დღე რჩებოდა და ნერვიულობა პიკს მიაღწევდა რომ არა ღვთის წყალობა და ქართველი ემიგრანტი დავით ფანიაშვილი,რომელმაც როგორც კი მოისმინა ჩემი გასაჭირი მაშინვე, დაუფიქრებლად და უანგაროდ დაფარა ყველა საჭირო ხარჯი და ჩვენი ნამუშევარიც სახელწოდებით; WILD SKY'S SON~ acrylic on canvas. 2.80 x 1.50 cm. მილანს გაემგზავრა.  

გამოფენა პირველ ნოემბერს გაიხსნა და ოცი დღის მანძილზე გრძელდებოდა.. შედეგმა ყველა მოლოდინს გადაჭარბა, 

"ველური ცის შვილი" აღიარეს გამოფენის საუკეთესო ნამუშევარად და მიანიჭეს პირველი ადგილი! ეს იყო პირველი და დაუვიწყარი თუნდაც უმნიშვნელო მაგრამ გამარჯვება საქართველოს სახელით!..

   ინფორმაცია ამის შესახებ დაიბეჭდა ერთ ერთ ადგილობრივ ინტერნეტ გაზეთში, ასევე დაიბეჭდა კატალოგები რომლის ერთი ეგზემპლიარიც შემდგომ გამომიგზავნეს,ამასთან მოწვევა შემდგომში მათ მიერ გამართულ ყველა გამოფენაზე...

 

სამწუხარო ქართული რეალობა

 

   მოწვევებს მოწვევები მოჰყვა, ესნი იყო; ევრო აზიის,ვენის,პარიზის,ნიუ იორკის,მაიამის,ლოსანჟელესის საერთაშორისო გამოფენები სადაც მონაწილეობის მისღებისთვის სპეციალურ ფასდაკლებებსაც კი მთავაზობდნენ ორგანიზატორები მაგრამ სამწუხაროდ ვერცერთგან ვერ შევძელი მონაწილეობის მიღება..

აქ მაცხოვრებელ რამდენიმე ქართველ მხატვარს დავუკავშირდი რომლებსაც გაეკვალათ უკვე ეს არც თუ ისე იოლი გზა და საკმაოდ წარმატებულებიც არიან,ერთ ერთ მათგანს მანჰეტენზე საკუთარი გალერეაც აქვს რომელიც შეიძლება ითქვას საუკეთესო გალერეების რიცხვას მიეკუთვნება.. თავიდან შეხვედრა დაიწყო ქართული?? ყალბი ოვაციებით რომელიც გაჟღენთილია ურთიერთ გამორჩენითა და ანგარებით.. ნამუშევრების დათვალიერების შემდეგ დასრულდა კონკურენციის შიშზე ამოსული ზრდილობიანი იგნორით...

რამდენჯერმე მივმართე ჩვენს საკონსულოს ნიუ იორკში,პირადად შევხვდი კიდეც კონსულს,რომელიც დახმარებას შემპირდა და ისიც მითხრა რომ "ჩვენ ძალიან მონდომებულები და დაინტერესებულები ვართ ნიჭიერი ქართველების ხელის შეწყობით და წარმოჩენით" ისიც კი დააყოლა; "სად იყავით აქამდე რატომ არ მოგვმართეთო!" შემპირდნენ ერთ კვირაში დაგირეკავთ აუცილებლად და შევთანხმდეთო... ერთი კვირაც გავიდა ერთი თვეც, ბოლოს ისევ მე შევეხმიანე და თავი შევახსენე, პასუხად მივიღე; მომდევნო სამი თვე არ გვცალია და მერეც არ ვიცით რა იქნებაო!.. აი ასე, გული გამიტყდა მაგრამ მალევე მოვედი ფერზე და ისევ ღმერთის და საკუთარი თავის იმედად გავაგრძელე სვლა!.. ერთმა მოხუცმა ებრაელმა მითხრა; (აი იმან ვისგანაც საღებავებს ვყიდულობ ხოლმე) "შენ რომ ებრაელი ან სომეხი ყოფილიყავი აქამდე გაფრინდებოდიო".. რა უნდა მეთქვა? მწარე რეალობა იყო, ქართული რეალობა!.. ვერც რჯულს და ვერც ეროვნებას საკუთარი კეთილდღეობისთვის ვერ და არ გამოვიცვლი!..

არავიზე არ ვბრაზდები, არ დავფარავ,მქონდა ასეთი პერიოდი მაგრამ მალევე გავიმარჯვე გულის თქმაზე,რაც ორგანულად არ არის ჩემი იმას დიდხანს ვერ ვიკარებ... არ ვარ მიმთვისებელთა ჯიშის! ბოლომდე ჩემს ქვეყანას ვეკუთვნი და რაც ღმერთმა მომცა ბოლომდე ჩემს ხალხს და ჩემს საქართველოს ეკუთვნის!. ერთ რამეს ვითხოვ და ვეუბნები ამათ მხოლოდ რომ, სანამ მაძლევს ღმერთი და სანამ ძალმიძს რამის კეთება გამოიყენონ ქვეყნისთვის,ამას საქართველოს აძლევს უფალი და არა კონკრეტულ პიროვნებეს საკუთარი მიზნებისთვის,ადამიანები მხოლოდ და მხოლოდ უფლის კეთილი ნების გამტარები უნდა იყვენენ და არა მიმთვისებლები.. ვიღცას აამღერებს უფალი,ვიღაცას ლექსს ათქმევინებს,ვიღაცას დაახატინებს,ვიღაცას სიმსივნის წამალს მოაგონებინებს,ვიღაცას დააწერინებს და კიდევ ვინ იცის რამდენ დახურულ კარს გაუღებს?! ეს ყველაფერი სამშობლოს, ადამიანებს და საბოლოოდ მსოფლიოს ეკუთვნის და ის ხალხი ვის ხელშიც არის დღეს იმის ბერკეტები რომ ამ ყოველივემ სწორი მიმართულება ნახოს და საბოლოოდ თავის განკუთვნილ მისამართს მიაღწიოს, პირველ რიგში სუფთა გულისანი უნადა იყვნენ და ნათლად უნდა აცნობიერებდნენ ამ პასუხისმგებლობას.. რა თქმა უნდა მე არ ვარ პირველი და არც უკანასკნელი?? ვინც მსგავს უყურადღებობაში აღმოჩენილა მაგარმ მიუხედავათ ამისა მინდა მივმართო და მოვუწოდო ყველას,ხელოვანი იქნება ეს მეცნიერი თუ საზოგადო მოღვაწე; არ დაყაროთ ფარ ხმალი,იბრძოლეთ ბოლომდე საქართველოს სახელისთვის!!!

 

კეთილი ადამიანები

 

   უკვე მერამდენეთ, საღამოს გავდივარ გარეთ და კარებთან მხვდება ხან ჩარჩოები ხან ძველი ტილოები, ვერცერთხელ ვერ შევასწარი ვინ ტოვებს?? ძალიან მინდა რომ მადლობა გადავუხადო და რაიმე სიკეთით ვუპასუხო იმედია ღმერთი შეგვახვედრებს ერთმანეთს თუ ის თვითონ არ არის??..

რამოდენიმე ხნის წინ დაუნთაუნ ბრუკლინში გადავაწყდი ერთ გალერეას,რომლის მეპატრონეც წარმოშობით თურქია სახელად ტონი.. ხოდა ამ ტონის მოვუყევი რომ მხატვარი ვარ,დაინტერსდა მთხოვა მეჩვენებინა ნამუშევრები.. ვაჩვენე და შემომთავაზა ჩამომეკიდა მასთან ერთ ერთი, ავარჩიე ერთი დიდი ტილო, სახელად ~შემოდგომის ლეგენდა~ და წავუღე, რამდენიმე თვის მანძილზე ეკიდა მასთან ეს ტილო, ერთ დღესაც მირეკავს და მეუბნება; მანჰეტენის ერთ ერთი სკოლიდან არიან მოსულები სადაც გონება შეზღუდული ბავშვები საწავლობენ, მოეწონათ შენი ნამუშევარი, ფასდაკლებას მთხოვენ და რა ვქნაო? რათქმა უნდა დავთანხმდი, ეს იყო პირველი ნამუშევარი რომელიც ამ ხნის მანძილზე გაიყიდა.. ამის შემდეგ ტონიმ თანამშრომლობა შემომთავაზა და ერთდროულად შვიდი ნამუშევარი იყიდა ჩემგან თან იმ პირობით რომ როგორც კი მათ გაყიდის მაშინვე შეიძენს მომდევნო სერიას, მართალია ზუსტად ათ მაგ ფასში ყიდის მაგრამ ჩემთვის მაინც დიდი სიხარული იყო ეს გარიგება  საკუთარი შრომით ნაშოვნს სხვა გემო და სიხარული ჰქონია!..

   ამ ხნის განმავლობაში კიდევ რამდენიმე ადამიანმა დამამახსოვრა თავი თავის უანგარო სიკეთით,ერთ ერთი მათგანია ასევე ემიგრაციაში მყოფი დავით კობახიძე,მართლაც უანგარო ადამიანი, ჩამოსვლის დღიდან მუშაობს შემდეგ ამ ფულით დადის და ყიდულობს სხვადასხვა ანტიკვარულ მაღაზიებსა და აუქციონებზე ქართული წარმოშობის სხვადასხვა ნივთებს..

   მის კოლექციაში ფასდაუდებელმა ქართულმა სიწმინდეებმა და ხელოვნების ნიმუშებმა მოიყარეს თავი..ამ ადამიანმა ბევრჯერ გამიმართა ხელი..

ამას წინათ ფეისბუკზე წავაწყდი სტატიას,სადაც ნათქვამი იყო რომ ვაშინგტონში ჩვენმა საკონსულომ შეიძინა ახალი შენობა და საქტემბერში გადავიდოდნენ იქ სამუშაოდ.. მიუხედავად ჩემი შეხედულებებისა მაინც მომინდა რომ ერთი ნამუშევარი მეჩუქებინა მათთვის და რომ არა ბატონი დავით ზალკანიანის კეთილი ნება ვერც ეს ნახატი ვერ იხილავდა მზის შუქს.. ბატონ დავთთან მიწერილი წერილის შემდეგ მალევე გამომეხმაურენ საკონსულოდან,ჩამოვიდნენ ნიუ იორკში და წაიღეს ნამუშევარი სახელად ~ჩემი სიმღერა~ როგორც ბოლო ცნობებით ვიცი რამდენიმე დღეში ჩამოკიდებენ ჩვენი კონსულის მისაღებთან..

   თავს აღარ შეგაწყენთ და ბოლოსთვის დავამატებ იმას, რომ უკვე მესამე დღეა მიმდინარეობს The Worlds Art Gallery-ის ონლაინ კონკურსი რომელიც გრძელდება 30 სექტემბრამდე ამ გამოფენაზე ერთადერთი ქართველი ვარ ვისი ნამუშევარიც იღებს მონაწილეობას, სახელწოდებით ~შემოდგომის დღესასწაული~ რომელიც კონკურსის დაწყების დღიდან ლიდერობს და ეს არის მხოლოდ და მხოლოდ იმ ნაცნობი და ჯერ კიდევ უცნობი ადამიანების მხარდაჭერის შედეგი რომელებმაც უსიტყვოდ დამიჭირეს მხარი! მინდა მადლიერება გამოვხატო ამ ადამიანების მიმართ და დიდი მადლობა გადავუხადო ყოველ მათგანს..გემშვიდობებით ღვთისა და უკეთესი ხვალინდელი დღის იმედით!

         

 

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: