ნოდარ ხადური: ვინც გადასახადს არ გადაიხდის, დაისჯება!

ნოდარ ხადური: ვინც გადასახადს არ გადაიხდის, დაისჯება!

ბიზნესმენებს სრული თავისუფლება უნდა მივცეთ, მაგრამ ვინც გადასახადს არ გადაიხდის, დაისჯება.


ეს განცხადება საქართველოს ფინანსთა მინისტრმა ნოდარ ხადურმა ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ახალი ხელმძღვანელის წარდგენისას გააკეთა.


ნოდარ ხადურმა სამინისტროს თანამშრომლებს საგამოძიებო სამსახურის ახალ ხელმძღვანელად აპოლო კაკაბაძე წარუდგინა.


"საგამოძიებო სამსახურის მნიშვნელობა ძალიან დიდია, მით უფრო იმ ფონზე, როცა ჩვენ ვაპირებთ სისტემის ლიბერალიზაციას და გამჭვირვალობის გაზრდას. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ერთობლივად მუშაობდეს ფინანსთა სამინისტროს ყველა დანაყოფი, რათა ბიზნესმენებს სრული გარანტიები და თავისუფლება მივცეთ. მაგრამ ყველას უნდა ახსოვდეს, რომ გადასახადების გადაუხდელობა დასჯადი იქნება. მადლობას ვუხდი ჩვენს ბიზნესმენებს, რადგან მაშინ, როცა დასრულებული არ იყო სამინისტროს თანამშრომლებით დაკომპლექტება, ბიუჯეტში გადასახედების დროული მობილიზება მოხდა", _ განაცხადა ნოდარ ხადურმა.


რაც შეეხება საგამოძიებო უწყების ახალ ხემძღვანელს, ხადურის თქმით, აპოლო კაკაბაძე მუშაობდა საგამოძიებო სამსახურში და ის კარგად იცნობს ამ სისტემას.

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: