ჰერმან ვან რომპეი: მზად ვართ სანქციებს გადავხედოთ!

ჰერმან ვან რომპეი: მზად ვართ სანქციებს გადავხედოთ!

  BBS-ის ცნობით, ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციების გადახედვის პირობა გააჟღერა. ევროკავშირი მზადაა გადახედოს რუსეთის წინააღმდეგ დაწესებულ სანქციებს, თუ უკრაინელ ძალოვანებსა და პრორუსულ სეპარატისტებს შორის ზავი შენარჩუნდება, - ამის შესახებ ევროპული საბჭოს(ევროკავშირის უმაღლესი ორგანო) პრეზიდენტმა ჰერმან ვან რომპეიმ ფლამანდრიულ ტელეკომპანიასთან  VRT-ი ინტერვიუში განაცხადა.

    "რუსეთი გაჭირვებით თანხმდება მოლაპარაკებებზე. ცეცხლის შეწყვეტა მნშვნელოვანი ნაბიჯია, მაგრამ ეს მხოლოდ ნაბიჯია. თუ ცეცხლის შეწყვეტა გაგრძელდება ან მიგვიყვანს სამშვიდობო მოლაპარაკებებთნ, ჩვენ მზად ვართ სანქციებს გადავხედოთ", - განაცხადა რომპეიმ.

  ევროპული საბჭოს პრეზიდენტის განცხადებები ევროკავშირის მიერ რუსეთისათვის ახალი სანქციების დაწესების ფონზე გაჟღერდა. პარასკევს ბრიუსელში შეთანხმდა სანქციების ახალი პაკეტი, რომელიც მნიშვნელოვნად აფართოებს იმ პირთა და კომპანიათა ჩამონათვალს, რომელთა მიმართაც სავიზო და ფინანსური სანქციები გატარდება, გაიყინება მათი ანგარიშები. რუსულ კომპანიებს შეეზღუდებათ წვდომა მსოფლიოს ენერგეტიკულ ბაზარსა და თავდაცვით სექტორზე.


  5 სექტემბერს გაფორმებული ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების მიუხედავად რუსული არმია და სეპარატისტები უკრაინული ჯარების პოზიციების იერიშს და დაბომბვას აგრძელებენ. არის მსხვერპლი. ამ ინციდენტების ფონზე, ვან რომპეი აცხადებს, რომ ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების წარმატებაზე ან ჩაშლაზე საუბარი ჯერ ნაადრევია. "აუცილებელია დავიცადოთ, რათა გავიგოთ ეს ინციდენტები გაგრძელდება თუ ეს მხოლოდ გამონაკლისს წარმოადგენს" - აღნიშნა ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა.

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: