ცხელი ამბავი
›შესყიდვის ელექტრონული აქტი - გამარტივებული აღრიცხვა თუ ახალი ბარიერები მეწარმეებისა და ფიზიკური პირებისთვის? ›აუდიტის საჯარო ზედამხედველობის გაძლიერება თუ პროფესიული საქმიანობის შეზღუდვა? - კანონპროექტის კრიტიკული შეფასება ›გური ოტობაიას ტრიადა: „ენგურის ხეობის საგა“ ›STOP! STOP! STOP! ›როცა თვითცენზურის ჭანჭიკი მოშლილია, ცენზურა უნდა არსებობდეს! ›ვიყავი, ვნახე... ვერ გავიგე! ანუ, რობერტ სტურუას „გედის სიმღერა“! ›ძირს ლიბერალური პარტიები, გაუმარჯოს ხალხის ხმას! ›როსტევანის ამბავი რუსთაველის თეატრის სცენაზე, ანუ ხიდი თუ უფსკრული? ›ვინ იქნება მომავალი პატრიარქი?! ›რატომ დაპატარავდა დიდი ბრიტანეთის იმპერია

პროექტი ღირებულებით 699 699,9

პროექტი ღირებულებით  699 699,9

   "საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია" ქალაქ მარნეულის წყალმომარაგების სარეაბილიტაციო პროექტს იწყებს. პროექტის ღირებულება 699 699,9 ლარია და წყალმომარაგების კომპანია მას საკუთარი სახსრებით აფინანსებს. სარეაბილიტაციო სამუშაოებს ტენდერში გამარჯვებული კომპანია "სანი-მ" განახორციელებს.

   ქალაქ მარნეულის (მოსახლეობა - 28 000 ადამიანი) წყალმომარაგება ხორციელდება კოლაგირის სათავე ნაგებობიდან , საიდანაც სატუმბი სადგურის მეშვეობით წყალი მიეწოდება ქალაქის მაღალ ადგილზე განთავსებულ 500 მ3-იან რეზერვუარს, რომელიც ქალაქის ქსელს ამარაგებს.

   ბოლო წლებში ქალაქის ძირითადი უბნების გამანაწილებელი ქსელი გამოიცვალა, ხოლო დარჩენილ ცალკეულ უბნებში ქსელი ამორტიზირებულია და ადგილი აქვს ხილულ და უხილავ დანაკარგებს. პროექტის შედეგად მოხდება მარნეულის რამდენიმე ქუჩის წყალსადენის რეაბილიტაცია, რეაბილიტაციის შედეგად წყლის მიწოდების გრაფიკი დღე-ღამეში 4 სათიდან 10 საათამდე გაიზრდება.

 

გააზიარე სტატია

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: