ზვიად ტომარაძე:-"რა ბრალდებები წამოუყენეს სოსო მანჯავიძეს?"

ზვიად ტომარაძე:-"რა ბრალდებები წამოუყენეს სოსო მანჯავიძეს?"

   ირმა ინაშვილსა და სოსო მანჯავიძეს შორის საზოგადოებისთვის კარგად ნაცნობ დაპირისპირებას ზვიად ტომარაძე სოციალური ქსელით ეხმიანება და წერს:

 

   -"რამოდენიმე დღის წინ მომხდარ კონფლიქტს მინდა შევეხო, რომელმაც საზოგადოებაში გარკვეული ვნებათაღელვა გამოიწვია. ვნაბათაღელვა ჩაცხრა და და რაციონალური აზროვნების დრო დადგა. რა ბრალდებები წამოუყენეს სოსო მანჯავიძეს?

   1. მან დაარწმუნა ჟურნალისტი ნინო ჯღარკავა, რომ "ობიექტივი" აფინანსებდა ელისო კილაძის სააგენტოს. - ჯერ ერთი, ეს არ მტკიცდება, რაც ელისო კილაძემაც დაწერა კიდეც და მეორე, ასეც რომ იყოს, რა არის იმაში კრიმინალური, რომ ორი ადამიანი ერთმანეთს პირადად ჩატში ესაუბრება? მითუმეტეს ეს ინფორმაცია საზოგადოებას პირველად არ გაუგია.

   2. სოსო მანჯავიძის ინტერვიუ დაიბეჭდა ''საერთო გაზეთში", სადაც ასევე დაიბეჭდა ლადო ბედუკაძისა და ელისო კილაძის მიმოწერა. ამის საფუძველზე სოსო ბედუკაძესთან ფარულ კავშირში დაადანაშაულეს. - "საერთო გაზეთში" ლადო ბედუკაძის წიგნის ნაწყვეტები რეგულარულად იბეჭდებოდა. რა შუაშია, სოსო ამ შემთხვევაში? ის ამ გაზეთის მეპატრონე არ არის და ყოველთვის ყველა გაზეთს აძლევს ინტერვიუს.

   3. სოსოს ვალები ქონდა-ვალები ექნებოდა კაცს, რომელიც წლების მანძილზე მიშას ებრძოდა თავის ჯგუფთან ერთად. მე დავაზუსტე, თუ რა თანხა მიიღო მან ძმის ვალის დასაფარად და ის არაფერია ალიანსის მიერ მოპოვებულ დაფინასებასთან შედარებით. რის მოპოვებაშიც მას დიდი წვლილი მიუძღვის. სოსო ახლაც ცხოვრობს ნაქირავებში, ვის ვის და მას კი ნამდვილად შეეძლო პირადი ცხოვრების აწყობა კომპრომისის ხარჯზე, რაც ფაქტია, რომ არ გააკეთა და ბოლოს, სოსომ თანამდებობა დატოვა მაშინ, როცა პარტიამ მიიღო დაფინანსება და გახდა კვალიფიციური. ეს მან ჯერ კიდევ 6 ივლისს გააკეთა, ყოველგვარი ხმაურის გარეშე.          

  4. საინტერსო პასაჟი გამოიკეთა ირმა ინაშვილის კომენტარში, რომ სოსო სხვისი ოჯახს ცუდად შეეხო, კერძოდ სხვისი ოჯახის შესახებ თავის შვილს, სამზარეულოში ელაპარაკებოდა. - სხვისი ოჯახის ცუდად შეხების უფლება არავის აქვს, მაგრამ ცოტა გაუგებარია ეს ბრალდება, ანუ ჯერ ერთი დანაშაულს ვერ ვხედავ კაცმა საკუთარ ოჯახში, საკუთარ შვილს ესაუბროს ნებისმიერ თემაზე და მეორეც მას უსმენდნენ???

   

   სამწუხარო ფაქტი მოხდა, მოსახლეობის გარკვეულ ნაწილში არსებული უნდობლობა, კიდევ უფრო გაღრმავდა. სულ რომ ცამდე მართალი იყოს ქ-ნი ირმა ინაშვილი, მისი ასეთი განცხადებები მას და მის ისედაც დასუსტებულ (სოსოს წამოსვლას ვგულისხმობ) პარტიას კიდევ უფრო აზარალებს... რა საჭიროა ასეთი ბრალდებები? ვინ რატომ წავიდ-წამოვიდა ეს შიდა სამზარეულოა და საზოგადოების სააშკარაოზე არ უნდა გამოსულიყო. ჩვენ ევროპისგან ბევრ კარგ თვისებას არ ვიღებთ, მხოლოდ უკეთურებას. აღარ არის შენი თანამებრძოლი? დაემშვიდობე, წარმატება უსურვე, ან სულაც ნურაფერს ნუ იტყვი... და ბოლოს, ერთს ვიტყვი სოსო მანჯავიძე პატრიოტი, ღირსეული და პატიოსანი ადამიანია.

 

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: