ირაკლი სესიაშვილი: პოლიტიკურ ორგანიზაციებს პოლიტიკური დისციპლინა მოეთხოვებათ!

ირაკლი სესიაშვილი: პოლიტიკურ ორგანიზაციებს პოლიტიკური დისციპლინა  მოეთხოვებათ!

ფრაქცია  "ქართული ოცნების" წარმომადგენლის ირაკლი სესიაშვილი განცხადებით, პოლიტიკურმა ორგანიზაციებმა მტკივნეული საკითხები პოლიტსაბჭოსთან უნდა შეათანხმონ. განცხადება ამის შესახებ სესიაშვილმა  "ქართული ოცნების" მიერ აჭარის უმაღლესი მთავრობის მიმართ უნდობლობის გამოცხადების ფაქტის კომენტირებისას განაცხადა.

"პოლიტიკურ ორგანიზაციებს მოეთხოვებათ გარკვეულწილად პოლიტიკური დისციპლინა, ისევ და ისევ ქვეყნის ინტერესების უზრუნველსაყოფად. როდესაც ასეთი მტკივნეული საკითხები განიხილება, აუცილებელია ის შეთანხმებული იყოს პოლიტსაბჭოსთან.

არასწორია ასეთი ნაბიჯის გადადგმა პოლიტიკურ ხელმძღვანელობასთან შეთანხმების გარეშე. გარდა იმისა, რომ შეიძლება მტყუან-მართლის ადგილზევე გარჩევა და თუ რომელიმეს სუსტი ან ძლიერი მხარე აქვს ამ ყველაფრის გააანალიზება შეიძლება. ამიტომ მე ვფიქრობ პოლიტსაბჭოს შეკრება არის დროული",-განაცხადა სესიაშვილმა.

 

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: