დავით ბაქრაძე: აშშ დაინტერესდა თუ რატომ მოდის საქართველოდან ორი დელეგაცია!
"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრები შეერთებულ შტატებში ვიზიტით იმყოფებიან . დავით ბაქრაძესა და გიგა ბოკერიას შეხვედრები კონგრესში აქვთ დაგეგმილი. ისინი შეხვედრასშეერთებული შტატების ადმინისტრაციაში გამართავენ.
"ნაციონალური მოძრაობის" წევრები უკვე ესაუბრნენ IRI-ს წარმომადგენლებს. მათ რეგიონული უსაფრთხოების საკითხები და საქართევლოსა და უკრაინაში მიმდინარე მოვლენები განიხილეს.
მისი თქმით, შეხვედრაზე დაინტერესდნენ ასევე საქართველოდან გაეროში ორი დელეგაციის გამგზავრების საკითხის შესახებ.
"მათ განსაკუთრებით აინტერესებთ შიდა პროცესები. რა ხდება საქართველოში, რა ფორმით, რა ინტენსივობით მიმდინარეობს ის კამპანია, რომელსაც აქ ძალიან ბევრი აფასებს, როგორც პოლიტიკურ დევნას. ამიტომ დაწყებული შიდა თემებით, გაგრძელებული ზოგადი სიტუაციით, უსაფრთხოებით, ისეთი საკითხებითაც კი, თუ რატომ მოდის საქართველოდან ორი დელეგაცია აშშ-ში გაეროზე დასასწრებად, ძალიან ბევრ თემაზე რომელიც უკავშირდება საქართველოს, არის ინტერესი",-განაცხადა ბაქრაძემ.