საქართველოს საგარეო უწყების დელეგაცია "აღმოსავლეთ პარტნიორობის" არაფორმალური დიალოგის შეხვედრას ესწრება

საქართველოს  საგარეო უწყების დელეგაცია  "აღმოსავლეთ პარტნიორობის" არაფორმალური დიალოგის შეხვედრას  ესწრება

   საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს დელეგაცია მინისტრ მაია ფანჯიკიძის ხელმძღვანელობით ბაქოში "აღმოსავლეთ პარტნიორობის" არაფორმალური დიალოგის რიგით მეოთხე შეხვედრას  ესწრება.

   ევროკავშირის მხრიდან შეხვედრაში გაფართოებისა და ევროპული სამეზობლო პოლიტიკის საკითხთა ევროკომისარი შტეფან ფულე, ევროკავშირის საგარეო ქმედებათა სამსახურის გენერალური მდივნის მოადგილე ჰელგა შმიდი და ევროკომისარი ენერგეტიკის საკითხთა კომისარი გიუნტერ   ოტინგერი,  ასევე   აღმოსავლეთ ევროპული პარტნიორობის ყველა ქვეყნის მაღალი დონის დელეგაციები მონაწილე საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს დელეგაცია მინისტრ მაია ფანჯიკიძის ხელმძღვანელობით ბაქოში "აღმოსავლეთ პარტნიორობის" არაფორმალური დიალოგის რიგით მეოთხე შეხვედრას  ესწრება.ობენ.

   "აღმოსავლეთ პარტნიორობის" არაფორმალური დიალოგის მეოთხე შეხვედრა მნიშვნელოვანია იმ კუთხით, რომ 2015 წლის ქ. რიგაში დაგეგმილ "აღმოსავლეთ პარტნიორობის" სამიტს უსწრებს წინ. ეს მხარეებს სამიტისთვის უფრო ეფექტიანად მომზადების შესაძლებლობას, დასახული მიზნების მიღწევის გზებსა და არსებულ გამოწვევებზე მსჯელობის საშუალებას მისცემს" – აცხადებენ საგარეო პოლიტიკურ უწყებაში.

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: