მურმან დუმბაძე: არჩილ ხაბაძეს ვურჩევდი, გადადგეს!

მურმან დუმბაძე: არჩილ ხაბაძეს ვურჩევდი, გადადგეს!

   საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერი მურმან დუმბაძე აცხადებს, რომ უმაღლეს საბჭოს აჭარის მთავრობისთვის უნდობლობის გამოცხადების სერიოზული არგუმენტი აქვს. მისივე თქმით, უმაღლესი საბჭოს ფუნქციაა განახორციელოს კონტროლი მთავრობის მუშაობაზე და მსგავსი მონაცემები კონტროლის განსახორციელებლად აუცილებელია.  


   "ფრაქცია "ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" შვიდივე წევრმა დაადასტურა, რომ უნდობლობის გამოცხადების პროცედურა უნდა დაიწყოს. როგორც ცენტრალური ხელისუფლების წევრი, მაქსიმალურად ნეიტრალურ მდგომარეობაში ვიყავი და ვაკეთებდი კომენტარებს, რომ ეს არის ხელისუფლების ორ სხვადასხვა შტოს შორის ურთიერთშეჯიბრისა და კომპრომისის მოძებნის გზა. დღეს ჩატარდა პირველი ბრიფინგი, სადაც უმაღლესი საბჭოს წევრი ამბობს, მთავრობამ გააუქმა ის დეპარტამენტი, რომელმაც არაოფიციალური წესით აჭარის უმაღლეს საბჭოს გაუგზავნა ის მონაცემები, რაც აჭარის მთავრობას უნდა გაეგზავნა ოფიციალური წესით. ეს სერიოზული არგუმენტია, რადგან უმაღლესი საბჭოს ძირითადი ფუნქცია არის მონიტორინგისა და კონტროლის განხორციელება აჭარის მთავრობის საქმიანობაზე. დასხდებიან პოლიტიკოსები, ექსპერტები და გააანალიზებენ ამ საკითხს. ვფიქრობ, სიმპათიები გადაიხრება უმაღლესი საბჭოს მხარეს. სხვა არგუმენტაციის წარმოდგენასაც აპირებენ უმაღლესი საბჭოს წევრები.
კონფლიქტი უფრო გაღრმავდება
   არჩილ ხაბაძეს ვურჩევდი, გადადგეს და გადააყენოს მთავრობა. შემდეგ თავად წარმოადგინოს იგივე ან განახლებული შემადგენლობა. თუ ნდობას მოიპოვებს, მისი ლეგიტიმაციის საკითხი უფრო ამაღლდება, თუ ვერ მოიპოვებს ნდობას, ეს ნიშნავს, რომ მათ შორის კონფლიქტი უფრო გაღრმავდება", - აღნიშნა მურმან დუმბაძემ.

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: