შემოსავლების სამსახურის უფროსს პრემიერ-მინისტრი დანიშნავს
შემოსავლების სამსახურის ხელმძღვანელს ფინანსთა მინისტრის წარდგენით თანამდებობაზე პრემიერ-მინისტრი დანიშნავს და მოხსნის. ეს ცვლილება კანონმდებლობაში უკვე შესულია.
აქამდე შემოსავლების სამსახურის უფროსი ფინანსთა მინისტრის მოადგილეც იყო. ფინანსთა მინისტრის ნოდარ ხადურის გადაწყვეტილებით კი, შემოსავლების სამსახურს არა მისი მოადგილე, არამედ პრემირ-მინისტრის მიერ დანიშნული პირი უხელმძღვანელებს.
ვინ დაინიშნება შემოსავლების სამსახურის უფროსად, ჯერჯერობით უცნობია.