გარემოს დაბინძურებისთვის ჯარიმამ შესაძლოა ხუთნიშნა ციფრს მიაღწიოს

გარემოს დაბინძურებისთვის ჯარიმამ შესაძლოა ხუთნიშნა ციფრს მიაღწიოს

   გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტს მალე რამდენიმე ეკიპაჟი დაემატება და გამკაცრდება კონტროლი გარემოსდაცვით კანონდარღვევებზე, განსაკუთრებით კი, გარემოს დაბინძურებაზე. გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის მოადგილე ზურაბ კოპაძე დღეს ქუთაისში, გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის დასავლეთ ცენტრალური სამსახურის თანამშრომლებს შეხვდა და დეტალური ინფორმაცია მიიღო რეგიონში არსებული ვითარებისა და გამოწვევების შესახებ. მინისტრის მოადგილისგან თანამშრომლებმა კონკრეტული დავალებებიც მიიღეს, შეხვედრაზე განსაკუთრებული ყურადღება გარემოს დაბინძურებაზე კონტროლის გამკაცრების საკითხებს დაეთმო. 

   გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის ძირითადი ფუნქცია გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსებით სარგებლობის სფეროში სახელმწიფო კონტროლის განხორციელებაა. ასევე, ბუნებრივი რესურსებით უკანონო სარგებლობის და გარემოს დაბინძურების ფაქტების პრევენცია, მათი გამოვლენა და აღკვეთაა.

   გარემოს დაცვის სამინისტრომ, პრემიერის დავალებით, საკანონმდებლო ინიციატივა მოამზადა, რომელიც პარლამენტში შევა. გაწერილია რეგულაციები, რომელიც დაარეგულირებს ნარჩენების მართვას და გარემოს დაბინძურების საკითხებს.

 

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: