"დედათა კომიტეტი" სოზარ სუბარს მიმართავს

"დედათა კომიტეტი"  სოზარ სუბარს მიმართავს

   არასამთავრობო ორგანიზაცია "დედათა კომიტეტი"  სოზარ სუბარს მიმართვას უგზავნის. 

 

"დედათა კომიტეტის" მიმართვა მინისტრ სოზარ სუბარს!!!

ბატონო სოზარ უზნეობაა ჩვენს მიერ მოწოდებული სრული პაკეტი თქვენს ინიციატივათ "გაასაღოთ" და ასე უტიფრად დაიმალოთ კაბინეტში.

მიჩვეული ხართ სხვისი შრომების საკუთრად წარმოჩენით.

დავკონკრეტდები და გეტყვით, რომ 2014 წლის 12 აგვისტოს "დედათა კომიტეტმა" მოგართვით დევნილთა დასაქმების და დევნილთა საარსებო წყაროს შესახებ პროექტი, რომელიც ითვალისწინებს დევნილთათვის სოფლის მეურნეობის დარგში სხვადასხვა ტიპის მეურნეობების მოწყობას, როგორც ფერმების (მეცხოველეობა, მეფრინველეობის), ასე, სასათბურე მეურნეობების და მოგართვით რამოდენიმე მილიონ დოლარიანი თანადაფინანსების გრანტის უზრუნველყოფის დოკუმენტი, თქვენ ერთი თვეაა იმალებით, არ გვხვდებით სამეფო ოჯახს და ჩვენ, არასამთავრობო ორგანიზაცია "დედათა კომიტეტს" და ასე ქურდულად გინდათ საქართველოს პრემიერ მინისტრს ბატონ ირაკლი ღარიბაშვილს წარუდგინოთ ჩვენი ერთი წლის ნაწვალები და ნაშრომი საქმე საკუთარ ინიციატივად. აღარ გაგივათ...

ასევე, დიდი დანაშაული იყო თქვენის მხრიდან, როცა არც მობრძანდით "ვერე პალასში" ამ უმნიშვნელოვანეს შეხვედრაზე, რომელიც დევნილებს ეხებოდა და არც წარმომადგენელი გამოაგზავნეთ... დანარჩენს ღიად ვისაუბრებთ პირდაპირი ეთერის საშუალებით უახლოეს მომავალში...

პატივისცემით,

ქეთევან ადამია

აქვე მკითხველს ვთავაზობ ამონარიდს შეხვედრის შესახებ:

"შეხვედრაზე საუბარი შეეხო დევნილთა საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის საკითხს, მინისტრ სოზარ სუბარის განცხადებით, 

დევნილთა დასაქმება ერთ-ერთ უმთავრეს პრობლემას წარმოადგენს.

"დასაქმება არის უმთავრესი პრობლემა, არსებობს ტერმინი ადამიანების საარსებო წყაროებით უზრუნველყოფა. ადამიანები მუდმივად სოციალური შემწეობის იმედად არ უნდა იყვნენ, ეს პრაქტიკულად განვითარების საშუალებას სპობს."...

P. S. აქვე ა/ო "დედათა კომიტეტი" ვაცხადებთ, რომ საჯაროდ გავხდით ყველა იმ უზნეო საჯარო მოხელის საქციელს ამ ჩვენს პროექტთან დაკავშირებით, რასაც ადგილი ჰქონდა უკანასკნელი სამი თვის განმავლობაში და რამაც სერიოზული შეფერხებები გამოიწვია ამ უმნიშვენელოვანესი პროექტის განსახორციელებლად.

 

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: