საქართველო უკრაინას ჰუმანიტარულ ტვირთს გადასცემს
საქართველოდან უკრაინაში ჰუმანიტარული ტვირთი დღეს გაიგზავნება. განცხადება ამის შესახებ, მთავრობის დღევანდელი სხდომის დაწყებამდე, საქართველოს ჯანდაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ გააკეთა.
"უკრაინაში ჰუმანიტარული ტვირთის გაგზავნასთან დაკავშირებით პროცედურა მთლიანად დასრულებულია. მთავრობის სხდომის შემდეგ უკვე მეცოდინება კონკრეტული საათი, როდის გაფრინდება სატრანსპორტო თვითმფრინავი", - განაცხადა დავით სერგეენკომ.
მისი თქმით, ჰუმანიტარულ ტვირთში დიაბეტის სამკურნალო მედიკამენტები, ვაქცინა ბავშვებისთვის, პირველადი დახმარების საგნები შედის . ტვირთი საერთო ჯამში მილიონ ლარზე მეტი ღირებულებისაა.