დავით სერგეენკო: ჯერჯერობით გაურკვეველია რომელი მედიკამენტები გაიცემა ურეცეპტოდ!
საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის დავით სერგეენკოს განცხადებით, ფარმაცევტული კომპანიებისგან იმ მედიკამენტების სია, რომელთა ურეცეპტოდ გაცემის რეკომენდაციასაც ისინი იძლევიან, ჯერ არ მიუღია.
მისი თქმით,როგორც კი სია გადაეგზავნება, გაანალიზებენ და პაციენტზე ორიენტირებულ გადაწყვეტილებას მიიღებენ.
"ჯგუფიდან ჯგუფში გადასვლაზე არანაირი შეზღუდვა და ლიმიტი არ არის. უკვე განხორციელდა 1500-მდე დასახელების წამლის თავისუფლად გასაცემ მედიკამენტთა კატეგორიაში გადასვლა. რაც შეეხება ფარმაცევტული კომპანიების შეთავაზებას, მათგან სიები ჯერ არ მიმიღია. როგორც კი მივიღებთ, გავაანალიზებთ და მივიღებთ პაციენტზე ორიენტირებულ გადაწყვეტილებას", - განაცხადა დავით სერგეენკომ.