დავით ნარმანია: სასწრაფო სამედიცინო დახმარების პერსონალის ანაზღაურება გაიზრდება!
დღეიდან თბილისში სასწრაფო სამედიცინო დახმარების პერსონალის ანაზღაურება გაიზრდება, - განცხადება ამის შესახებ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე თბილისის მერმა, დავით ნარმანიამ გააკეთა.
მისი თქმით, სასწრაფო დახმარების სამედიცინო პერსონალი დეკემბრის ჩათვლით გაზრდილ ანაზღაურებას მიიღებს. ასევე, მათი საათობრივი ანაზღაურება იზრდება. კერძოდ, ნარმანიას თქმით, დღეიდან უმცროს ექიმს და სასწრაფოს მძღოლს თითოეულ საათზე 60 თეთრით მეტი ანაზღაურება ექნება, ხოლო უფროს ექიმს - თითოეულ საათზე ერთი ლარით მეტი. სასწაფო დახმარების სამსახურზე საუბრისას, თბილისის მერმა აღნიშნა, რომ საჭიროა ამ სამსახურის მოდერნიზაცია.
"გამოძახებები უნდა გახდეს უფრო ოპერატიული. ჯანმრთელობის დაცვის სამინისტროსთან და შს სამინისტროს 112-თან ამ მიმართულებით კოორდინირებულ მუშაობას გავაგრძელებთ. სერვისი, რომელსაც აღნიშნული სამსახური ეწევა, შედეგზე ორიენტირებული უნდა გახდეს", - აღნიშნა დავით ნარმანიამ.