სოზარ სუბარი: "ნაციონალური მოძრაობა" ხელისუფლებაში ყოფნის დროსაც დესტაბილიზაციას ქმნიდა!

სოზარ სუბარი: "ნაციონალური მოძრაობა" ხელისუფლებაში ყოფნის დროსაც დესტაბილიზაციას ქმნიდა!

   ლტოლვილთა და განსახლების მინისტრი სოზარ სუბარი ალექსანდრე ჭიკაიძის განცხადებებს ეხმაურება. მისი თქმით  მინისტრი განცხადებებს ჰაერზე არ აკეთებს. სუბარმა მთავრობის დღევანდელი სხდომის შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ "ნაციონალური მოძრაობა" ქვეყანაში დესტაბილიზაციის გეგმაზე მუშაობს.

   "ნაციონალური მოძრაობა" დღეს კი არა, ხელისუფლებაში რომ იყო, მაშინაც დესტაბილიზაციას ქმნიდა. ეს მას ბუნებაში აქვს გამჯდარი - დესტაბილიზატორები არიან განცხადებებით, ქმედებებით და ყველაფრით. რაც შეეხება ჭიკაიძეს, ის მსგავს განცხადებებს ჰაერზე არ აკეთებს.

  გარკვეული ტიპის პრევენციული ღონისძიებები პერიოდულად უნდა ჩატარდეს, ნაკლები დანაშაული მოხდეს. საპოლიციო კონტროლი არსებობდა ყოველთვის და იარსებებს მომავალშიც, უბრალოდ, ახლა ის გახდა პროვოკაციის საგანი", - აღნიშნა მინისტრმა.

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: