ნოდარ ხადური: არცერთი მაღალი პრემია არ არის გაცემული!

ნოდარ ხადური: არცერთი მაღალი პრემია არ არის გაცემული!

   ფინანსთა მინისტრმა ნოდარ ხადურმა ჟურნალისტებს მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ პრემიების თემის კომენტირებისას განუცხადა, რომ არცერთი მაღალი პრემია არ არის გაცემული, მათ შორის, არც პროკურატურაში.


   "ჩვენ ვაკონტროლებთ ამ სიტუაციას. როცა ჯამურ ციფრს ვაცხადებთ, ჯამურმა ციფრმა მართლაც შესაძლოა გამოიწვიოს გარკვეული უკმაყოფილება. მაგრამ, როცა ვამბობთ, რომ, მაგალითად, 12-მა თანამშრომელმა 12 თვის განმავლობაში მიიღო ნახევარი მილიონი, ეს თვეში გამოდის 3 ათასი ლარი, რაც ხელზე ასაღებად 2 400 ლარს შეადგენს. ასე რომ, კარგი იქნება, თუ კონკრეტულად ვიტყვით, ერთმა ადამიანმა რამდენი აიღო", - განაცხადა ხადურმა.

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: