რა პირობას დებს გოგა ხაჩიძე?

რა პირობას დებს გოგა ხაჩიძე?

   საპარლამენტო უმცირესობის წევრი გოგა ხაჩიძე შინაგან საქმეთა მინისტრის ალექსანდრე ჭიკაიძის განცხადებას საკუთარი Facebook-ის გვერდზე ეხმაურება და  წერს, რომ თუ ანალოგიურ განცხადებას უწყების ხელმძღვანელი, ალექსანდრე ჭიკაიძე კამერის წინ, ზეპირად, უშეცდომოდ გაიმეორებს, მინისტრი რასაც სთხოვს, იმას აღიარებს.

"კამერის წინ, ზეპირად, უშეცდომოდ გაიმეოროს ჭიკაიძემ ეს განცხადება და საჯარო პირობას ვდებ, რასაც მთხოვს იმას ვაღიარებ.

სამეცადინოდ მივცემ 3-4 დღეს.

  "ჩემთვის ცნობილია ინფორმაცია იმის თაობაზე, რომ მიხეილ სააკაშვილმა მისცა კონკრეტული დავალებები ,,ნაციონალური მოძრაობის" წევრებს და არასამთავრობო ორგანიზაციების ლიდერებს, ეს დავალებები კიევსა და თურქეთში ჩატარებული თათბირებზე გაიცა. ამ შეხვედრების მთავარი თემა არ იყო შიდა პარტიული საკითხები, სააკაშვილმა ქვეყანაში ქაოსის შესაქმნელად კონკრეტული დავალებები და გეგმები მისცა",-წერს გოგა ხაჩიძე.

  ცნობისთვის შინაგან საქმეთა მინისტრმა "ალიასთვის" მიცემულ ინტერვიუში ყოფილ პრეზიდენტზე ისაუბრა და განაცხადა, რომ მიხეილ სააკაშვილმა კიევსა და თურქეთში გამართულ შეხვედრებზე თანაგუნდელებს დავალება მისცა.

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: