მანჩო გიორგობიანი: მტყუან-მართალი აირევა და მივიღებთ სრულ ქაოსს, რომლიდანაც სარგებელს ისევ ნაცები გამოწურავენ!
გუშინ ტელეკომპანია "რუსთავი2"-ის ეთერში გადაცემა "არჩევანი"-ს სეზონის პირველი გადაცემა გავიდა.გადაცემის სტუმრები უმრავლესობისა და უმცირესობის წარმომადგენლები იყვნენ, სტუმართა შორის იყვნენ საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი და თავდაცვის მინისტრი ირაკლი ალასანია.
"არჩევვანი"-ს თემა იყო კრიმონეგენული სიტუაცია საქართველოში.აღნიშნულზე საკუთარ კომენტარს აკეთებს მანჩო გიორგიობიანი, რომელიც აღნიშნავს, რომ ქართულმა ოცნებამ ჩვენ 90-ში დაგვაბრუნა მისივე განცხადბეით ლაშა მახარაძის მკვლელობა დაკვეთით მოხდა... გიორგობიანის კომენტარს "ივერიონი" უცვლელად გთავაზობთ:
ვუყურებ ტერორს და ვრწმუნდები, რომ ეს ყველაფერი არის კონკრეტულ შედეგებზე ორიენტირებული , მიზანმიმართული, დაგეგმილი კამპანია - "ოცნებამ 90-ებში დაგვაბრუნა", "დესტაბილიზაცია"..."უმართავი პროცესები" .. "უუნარო მთავრობა"... დანარჩენს თქვენც მიხვდებით, რა პათოსითაც გაგრძელდება ...
ვუყურებ და არ მასვენებს აზრი, რომ ლაშა მახარაძის მკვლელობა, ნაც-იდეოლოგების ამ კონკრეტული გეგმის ნაწილია და დაკვეთა... დიდი ალბათობაა, დაჩი დარჩიაც...
სხვანაირად , ვერ შედგებოდა კუბლაშვილის აკვიატებული - "შუაგულ ვაკეში " "შუა ქალაქში"" "ვაკეში იარაღებით დარბიან" . რომ არა ცენტრალულ უბნებში მომხდარი გახმაურებული საქმეები, ასეთი რეზონანსული ვერ გახდებოდა ყბადაღებული ".90-ანები " ნაცისტები ვერ დადგამდნენ პოლიტიკურ - კრიმინალურ სერიალს, ვერ შეიქმნებოდა სასურველი გარემო დაგეგმილი პროვოკაციებისთვის...(და ეს ყველაფერი , განვითარებული ქვეყნებისგან არაფრით განსხვავებული კრიმინალის და უცვლელი სტატისტიკის ფონზე) გახმაურებული მკვლელობებით "წარმატებული სტარტი" გაკეთდა, ნიადაგი დიდი ხანია მზადდება, ამას ვამჩნევდით და გაფრთხილებდით - უაზროდ მოტეხილი სარკეები, უაზრო ქურდობები, გასატანი რომ არაფერია, მაგრამ ყურს ხვდება , მანქანების უაზრო მოპარვა, ქვეყნიდან რომ ვერ გაიყვან და დაშლაც იმხელა რისკია, "ჩიტი ბრდღვნად არ ღირს"... თბილისის ზღვაზე დაყრილი, ბოლომდე გაუნადგურებელი ნარკოტიკი , ნარკომანების დაჭერა, მაგრამ ბუდეებზე, რეალიზატორებზე ხელის არ ხლება., ირაღების რეალიზატორების დაკავებაც არ გამიგია და .ა.შ...
საიდან შემოიყარა უამრავი იარაღი ქუჩაში?...საიდან გაჩნდნენ პროვოკატორი პოლიციელები, რომლებიც უმიზეზოდ აყენებენ შეურაცხყოფას მოქალაქეებს?- ადრე ბრძანება ჰქონდათ, დაეტერორებინათ , ახლა პირიქით, მაგრამ მაინც...
ანდაც პროვოკატორი მოქალაქეები, რომლებსაც სპეციალურად გამოჰყავთ მდგომარეობიდან პატრული ?. (სტადიონის ერთმოწმიანი "ტრაგედია" მაქვს მხედველობაში, როდესაც უბილეთო , "ბავშვიანმა" , წარსულში ნასამართლებმა მოქალაქემ აგინა , აფურთხა, დაკბინა პატრული), უბრალოდ, ისტერიის აგორება არ გამოუვიდათ.. ეს არ გამოუვიდათ, სხვა გამოუვათ..
რა გამოლევს მართულ პროვოკატორებს, დივერსანტებს, რომლებიც კონკრეტულ ძალას ემსახურებიან მერკანტილური მიზნებით, თუ კომპრომატების შიშით?! მტყუან-მართალი აირევა... დადგმული სცენები მრავლად გათამაშდა და ასეც გაგრძელდება (კამერებიც იქვე აღმოჩნდება)..
ისე არ გამიგოთ, თითქოს კანონდაღვევები არ ხდება.. მე კრიმინოგენული სტატისტიკის ხელოვნურად გაზრდის მეთოდებზე ვამახვილებ ყურადღებას...
თუ შს სამინისტრომ სრულყოფილად არ გამოიძია მიმდინარე მოვლენების საეჭვო ჯაჭვი , არ მიიღო ზომები, არ დასაჯა დამნაშავეები, წინასაარჩევნოდ, მივიღებთ სრულ ქაოსს, რომლიდანაც კვლავ ნაც-იდეოლოგები გამოწურავენ სარგებელს...
პ.ს... მკვლელობებზე ნურავინ მეტყვის, რომ მეჩვენება. ჩემთვის, ჩემი თაობის ადამიანებისთვის (უფროსებისთვისაც) ძალიან ნაცნობი სურათია.
ეს უკვე გამოვიარეთ 90-ებში, როდესაც იგორ გიორგაძის კანტორა მუშაობდა სრული დატვირთვით, მთელ თბილისს გადაახოცინეს ერთმანეთი... უბრალოდ მაშინ, მიზანი იყო სხვა.. მეთოდები არ შეცვლილა, დაიხვეწა კიდეც...(სტილი დაცულია)