ირაკლი ღარიბაშვილი სოფელ გორდში კანიონის გახსნას დაესწრება

ირაკლი ღარიბაშვილი სოფელ  გორდში კანიონის გახსნას დაესწრება

  საქართველოს პრემიერი ირაკლი ღარიბაშვილი, დღეს, ხონის მუნიციპალიტეტის სოფელ გორდში ჩავა. პრემიერი ადგილზე კანიონს გახსნის.

 

   კანიონის მოწყობის სამუშაოები 2012 წლის ოქტომბერში დაიწყო და 2013 წლის აგვისტოში უნდა დასრულებულიყო, თუმცა როგორც კანიონის მოწყობაზე დასაქმებულები აცხადებენ, სუბიექტურმა თუ ობიექტურმა პირობებმა პროექტის ჩაბარების ვადები გადაწია. ამჯერად, ობიექტის ჩაბარების ვადად მიმდინარე წლის მაისი დასასრული სახელდება. პროექტის ღირებულება 4 მილიონ 800 000 ლარია, ხოლო მშენებლობას დაცული ტერიტორიების სააგენტო მეთვალყურეობს.  

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: