ალეკო ელისაშვილი: როდესაც ანეგდოტების წყარო გყავს ხელმძღვანელი, იქ ირევა სიტუაცია!

ალეკო ელისაშვილი: როდესაც ანეგდოტების წყარო გყავს ხელმძღვანელი, იქ ირევა სიტუაცია!

   "შინაგან საქმეთა მინისტრი შეზღუდული გაქანების კაცია", - განცხადება ამის შესახებ  საკრებულოს დამოუკიდებელმა დეპუტატმა ალეკო ელისაშვილმა გადაცემა "არჩევანში" გააკეთა.

 

  "ადამიანი, სამი კაცის ხელმძღვანელიც, რომ იყო ავტორიტეტი უნდა გქონდეს და ავტორიტეტს განსაზღვრავს კომპეტენტურობა. ალექსანდრე ჭიკაიძე ძალიან მონდომებული ახალგაზრდა კაცია, გულანთებული პოლიციელია, მაგრამ ეს კაცი არის შეზღუდული გაქანების. მის მაგივრად, მის მიერ გაკეთებულ ყოველ საჯარო კომენტარზე, ხელს თავზე ვიდებ. როცა ადამიანს საზოგადოებაში ავტორიტეტი გივარდება, ეს განსაკუთრებით საშიშია ისეთ სტრუქტურაში, როგორიცაა შინაგან საქმეთა სამინისტრო. როდესაც ანეგდოტების წყარო გყავს ხელმძღვანელი იქ ირევა სიტუაცია", - განაცხადა ელისაშვილმა.

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: