თამარ სანიკიძე; პედაგოგებს ხელფასები ეტაპობრივად გაეზრდებათ!

თამარ სანიკიძე; პედაგოგებს ხელფასები ეტაპობრივად გაეზრდებათ!

  განათლების  და მეცნიერების  მინისტრის თამარ სანიკიძის განცხადებით, პედაგოგის ხელფასის ზრდაზე თუ რა რესურსი წავა 2015 წელს, ნოემბერში გახდება ცნობილი. 

 

  მინისტრის განცხადებით, მისმა უწყებამ შეიმუშავა ახალი სისტემა, სადაც მასწავლებლები კატეგორიის მიხედვით არიან და სახელფასო პოლიტიკაც სწორედ ამ სისტემას უნდა მოერგოს.

 

"პედაგოგების ხელფასების გაზრდა ეტაპობრივად იგეგმება. ჩვენ შევიმუშავეთ ახალი სისტემა, სადაც არის მასწავლებელთა კატეგორიები, შესაბამისად, სახელფასო პოლიტიკაც ამ სისტემას უნდა მოერგოს. 2015 წელს ზრდაზე წასული რესურსის ზუსტი ოდენობა ნოემბერში გვეცოდინება. რაც შეეხება შემდგომ ზრდას, 2016-2017 წლები ამ მხრივ მზარდი იქნება და პედაგოგის ხელფასი საქართველოში არსებულ საშუალო ხელფასთან უნდა მივიდეს, რომელსაც დღეს ძალიან ჩამოუვარდება", - განაცხადა სანიკიძემ.

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: