რისთვის იწონებს თავს სამინისტრო?!

რისთვის იწონებს თავს სამინისტრო?!

    საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტრო წლის ბოლომდე მათთვის გამოყოფილ თანხებს სრულად დახარჯავს. ამის შესახებ სამინისტრო სპეციალურ განცხადებას ავრცელებს. 

 

   "პრესაში გავრცელდა ინფორმაცია გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს ორი კვარტლის შედეგების შესახებ, რატომღაც აქცენტი კეთდება 6 თვის ბიუჯეტის შეუსრულებლობაზე, მაშინ როცა, დღეის მდგომარეობით შეგვიძლია უკვე დარწმუნებით განვაცხადოთ, რომ სამი კვარტლის შესრულება 90%-ი იქნება.

 

   ბიუჯეტის ათვისება გეგმის მიხედვით მიმდინარეობს, წლის ბოლომდე საბიუჯეტო სახსრებს აუცილებლად ავითვისებთ და ყველა დაგეგმილ პროგრამას განვახორციელებთ.

 

სამინისტროს ახალი მენეჯმენტი აქტიურად ჩაერთო სამინისტროს საქმიანობაში,

 

    ასოცირების შეთანხმების გარემოსდაცვითი ვალდებულებების შესასრულებლად დაიწყო და ეტაპობრივად მიმდინარეობს ევროდირექტივებთან ჰარმონიზაცია, ამ პროცესის ეფექტიანად განხორციელებისათვის სამინისტრო თანამშრომლობს როგორც ევროკავშრთან, ასევე სხვა დონორებთან.

 

  ამავდროულად, ხაზგასმით აღვნიშნავთ, რომ ჩვენ კვლავაც ვრჩებით შედეგზე და არა ხარჯვის პროცესზე ორიენტირებული. ჩვენ ვმუშაობთ ისეთ პროექტებზე, რაც რეალურ ცვლილებებს და წარმატებას მოუტანს ქვეყანას." - წერია სამინისტროს განცხადებაში. 

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: