"ჰერმესის" დირექტორად მიხეილ ძაგანია დაინიშნა
თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის 10 სექტემბრის განკარგულებით, შპს "ჰერმესის" დირექტორად მიხეილ ძაგანია დაინიშნა.
მთავრობის დღევანდელ სხდომაზე თბილისის მერმა დავით ნარმანიამ იმედი გამოთქვა, რომ შპს "ჰერმესის" ახალი ხელმძღვანელი მოკლე დროში მოაგვარებს არსებულ პრობლემებს.
საკადრო ცვლილება განხორციელდა, ასევე, ტექნოლოგიური განვითარების ფონდში. დედაქალაქის მთავრობის დღევანდელი გადაწყვეტილებით, ტექნოლოგიური განვითარების ფონდს კახაბერ გვანცელაძე უხელმძღვანელებს.
კახაბერ გვანცელაძის კანდიდატურა დასამტკიცებლად თბილისის საკრებულოს გადაეგზავნება.