"თუ ჩვენი მოთხოვნები არ დაკმაყოფილდება, დავიწყებთ ფართომაშტაბიან აქციას"-გამაფრთხილებელი აქცია კანცელარიასთან

"თუ ჩვენი მოთხოვნები არ დაკმაყოფილდება, დავიწყებთ ფართომაშტაბიან აქციას"-გამაფრთხილებელი აქცია კანცელარიასთან

   დღეს მთავრობის კანცელარიასთან აქცია სახელწოდებით-"ყველას, ვისთვისაც გართულებული კრიმინოგენული მდგომარეობა სულ ერთი არ არის..." გაიმართა.

   პარტიებმა- "მომავალი საქართველო" და "საქართველოს სოციალ-დემოკრატიული პარტია" ქვეყანაში  გართულებული კრიმინოგელური მდგომარეობა და პოლიციის მხრიდან ადამიანის უფლებების უხეში დარღვევები გააპროტესტეს და მთავრობას რეაგირებისაკენ მოუწოდეს.

   -"ჩვენ გამოვხატავთ წუხილს იმასთან დაკავშირებით, რაც ბოლო პერიოდში ხდება საქართველოში, ვგულისხმობ გახშირებულ კრიმინალს-მკვლელობებს, ძარცვას ყაჩაღობას, რაც ჩვენი მოქალაქეებისთვის აუტანელია. დადგა დრო ხელისუფლებამ იმოქმედოს ძალიან კონკრეტულად, რაც მათი პირდაპირი ვალდებულებაა და მიიღოს შესაბამისი გადაწყვეტილება, რათა აღიკვეთოს ის უკანონობები, რაც ხდება დღეს ჩვენს ქვეყანაში. ასევე გვინდა დავაფიქსიროთ ჩვენი პოზიცია ბოლო პერიოდში ადამიანის უფლებათა ფაქტების დარღვევებზე. ის, რაც ხდება ე.წ. რეიდების დროს და უხეშად ირღვევა ადამიანის უფლებები უკვე ყოველგვარ ჩარჩოებს სცდება.

   დღეს ჩვენ ვმართავთ გამაფრთხილებელ აქციას და ვითხოვთ ხელისუფლებისგან ყველა შესაძლო ზომის მიღებას, რათა პროცესები მოექცეს სამართლებრივ ჩარჩოებში და დამნაშავეებს პასუხი მოეთხოვოთ კანონის შესაბამისად. 

   თუ ჩვენი მოთხოვნები არ იქნება გათვალისწინებული, დავიწყებთ ფართომაშტაბიან საპროტესტო აქციებს"-განაცხადა პარტია "მომავალი საქართველოს" თავმჯდომარემ გიორგი ლაღიძემ.

   აქციის მონაწილეებს სიტყვით მიმართა პარტია "საქართველოს სოციალ-დემოკრატიული პარტიის" ლიდერმა ვახტანგ ჟორდანიამ და განაცხადა:

   -"დღეს სამწუხარო რეალობის წინაშე დავდექით. ქვეყანაში მოიმატა კრიმინალმა, გახშირდა მკვლელობები. ჩვენ ვატარებთ გამაფრთხილებელ აქციას და მივმართავთ ხელისუფლებას, გადადგას კონკრეტული ნაბიჯები ქვეყანაში სტაბილიზაციის აღსადგენად. მოვითხოვთ შს სამინისტროსგან უფრო ეფექტურ მუშაობას და ადამიანის უფლებების დაცვას. აუცილებებლია შს სამინისტროში გატარდეს შესაბამისი რეფორმები. უნდა დამთავრდეს ერთმანეთზე გადაბრალების პროცესი და მთავარი ღირებულება უნდა გახდეს ადამიანი, მოქალაქე!".

 

ოპერატორი  ამირან კურტანიძე

 

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: