ცხელი ამბავი
›შესყიდვის ელექტრონული აქტი - გამარტივებული აღრიცხვა თუ ახალი ბარიერები მეწარმეებისა და ფიზიკური პირებისთვის? ›აუდიტის საჯარო ზედამხედველობის გაძლიერება თუ პროფესიული საქმიანობის შეზღუდვა? - კანონპროექტის კრიტიკული შეფასება ›გური ოტობაიას ტრიადა: „ენგურის ხეობის საგა“ ›STOP! STOP! STOP! ›როცა თვითცენზურის ჭანჭიკი მოშლილია, ცენზურა უნდა არსებობდეს! ›ვიყავი, ვნახე... ვერ გავიგე! ანუ, რობერტ სტურუას „გედის სიმღერა“! ›ძირს ლიბერალური პარტიები, გაუმარჯოს ხალხის ხმას! ›როსტევანის ამბავი რუსთაველის თეატრის სცენაზე, ანუ ხიდი თუ უფსკრული? ›ვინ იქნება მომავალი პატრიარქი?! ›რატომ დაპატარავდა დიდი ბრიტანეთის იმპერია

11 სექტემბერი-დღე, რომელსაც მსოფლიო ვერასდროს დაივიწყებს

11 სექტემბერი-დღე, რომელსაც მსოფლიო ვერასდროს დაივიწყებს

   მსოფლიო ვერასდროს დაივიწყებს 2001 წლის 11 სექტემბერს, დღეს, როცა ამერიკაში საშინელი ტერაქტი მოხდა. ამ ტერორისტულ აქტს შეეწირა 3000- მდე ადამიანის სიცოცხლე, 2000-მდე ადამიანი დღესაც დაკარგულად ითვლება.

   2001 წლის 11 სექტემბერს ტერორისტების მიერ გატაცებული ოთხი სამგზავრო თვითმფრინავიდან პირველი – ბოინგ-767 ნიუ-იორკში, მსოფლიო სავაჭრო ცენტრის ჩრდილოეთის ცათამბჯენს 93-ე და 99-ე სართულებს შორის, ადგილობრივი დროით, 08:45 საათზე შეეჯახა. თვითმფრინავის ბორტზე 81 მგზავრი იმყოფებოდა, მათ შორის – 5 ტერორისტი და ეკიპაჟის 11 წევრი. თვითმფრინავი საკმაოდ დიდი რაოდენობის ნავთობით იყო დატვირთული.

   მეორე თვითმფრინავი, ადგილობრივი დროით, 09:03 საათზე "ტყუპების" სამხრეთ ცათამბჯენს, 77-ე და 81-ე სართულებს შორის შეეჯახა. თვითმფრინავის ბორტზე 56 ადამიანი იმყოფებოდა, მათ შორის – ეკიპაჟის 9 წევრი და 5 ტერორისტი. 09:59 საათზე, მცირე ინტერვალებით, ორივე ცათამბჯენი მთლიანად ჩამოინგრა.

მესამე გატაცებული თვითმფრინავი – ბოინგ-757 პენტაგონის მახლობლად, ადგილობრივი დროით, 09:45 საათზე ჩამოვარდა. დაიღუპა 184 ადამიანი, მათ შორის – 59 მგზავრი, 5 ტერორისტი და ეკიპაჟის 6 წევრი.

   მეოთხე თვითმფრინავი პენსილვანიის ტყეში, სამხრეთ-დასავლეთით, პიტსბურგიდან 125 კილომეტრში ჩამოვარდა.

დაიღუპა 37 მგზავრი, მათ შორის – 4 ტერორისტი და ეკიპაჟის 7 წევრი.

 

 

   შეჯახების მომენტში გაჩენილი ხანძრის შედეგად, რამდენიმე წუთში, ასეულობით ადამიანი დაიღუპა, ლიფტის შახტიდან გამოსული სიცხით კი ადამიანები ფოიეში უჰაერობის გამო იღუპებოდნენ.

 

 

გააზიარე სტატია

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: