ცხელი ამბავი
›შესყიდვის ელექტრონული აქტი - გამარტივებული აღრიცხვა თუ ახალი ბარიერები მეწარმეებისა და ფიზიკური პირებისთვის? ›აუდიტის საჯარო ზედამხედველობის გაძლიერება თუ პროფესიული საქმიანობის შეზღუდვა? - კანონპროექტის კრიტიკული შეფასება ›გური ოტობაიას ტრიადა: „ენგურის ხეობის საგა“ ›STOP! STOP! STOP! ›როცა თვითცენზურის ჭანჭიკი მოშლილია, ცენზურა უნდა არსებობდეს! ›ვიყავი, ვნახე... ვერ გავიგე! ანუ, რობერტ სტურუას „გედის სიმღერა“! ›ძირს ლიბერალური პარტიები, გაუმარჯოს ხალხის ხმას! ›როსტევანის ამბავი რუსთაველის თეატრის სცენაზე, ანუ ხიდი თუ უფსკრული? ›ვინ იქნება მომავალი პატრიარქი?! ›რატომ დაპატარავდა დიდი ბრიტანეთის იმპერია

ლალი კვიციანი მედიას თხოვნით მიმართავს

ლალი კვიციანი მედიას თხოვნით მიმართავს

   დღეს, 12 საათზე ზუგდიდის სასამართლოში, ემზარ კვიციანის საქმეზე სასამართლო სხდომა გაიმართება.

   სასამართლო სხდომასთან დაკავშირებით ემზარ კვიციანის დამ, ლალი კვიციანმა მედიას მისი ძმის სასამართლო პროცესით დაინტერესებისკენ მოუწოდა და განაცხადა, რომ საინფორმაციო საშუალებებმახელი უნდა შეუწყონ  აღნიშნულით საზოგადოების ინფორმირებულობას. ლალი კვიციანი იმედოვნებს, რომ პრესის წარმომადგენლები  აღნიშნულ პროცესს დაესწრებიან.   

   -"თხოვნით მივმართავ მასმედიას, რომ დაინტერესდნენ ჩემი ძმის სასამართლო პროცესებით და ხელი შეუწყონ საზოგადოების ინფორმირებულობას.15 აგვისტოს დაიწყო სასამართლო პროცესი. პროცესი არის ძალიან საინტერესო. დაიკითხა 6 დაზარალებული და ექვსივემ განაცხადა, რომ ემზარ კვიციანს არ იცნობენ და მასთან არანაირი პრეტენზია არ აქვთ. ვითხოვთ ემზარ კვიციანის გირაოს სახით გათავისუფლებას. 35-მა დეპუტატმა მოაწერა ხელი მის თავდებში ჩადგომას", - აცხადებს ლალი კვიციანი.

   როგორც ცნობილია, მომავალი სასამართლო პროცესი 12, 18 და 19 სექტემბერს არის ჩანიშნული. 

 

გააზიარე სტატია

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: