ბიძინა ივანიშვილი პრეზიდენტს ავლაბრის რეზიდენციიდან გამოსახლებას უპირებს!

ბიძინა ივანიშვილი პრეზიდენტს ავლაბრის რეზიდენციიდან გამოსახლებას უპირებს!

მიხეილ სააკაშვილმა პრეზიდენტის რეზიდენცია უნდა დატოვოს. ამ ინიციატივით საქართველოს პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი გამოვიდა. მან შესაბამისი მოთხოვნით პრეზიდენტს მიმართა.


ივანიშვილის თქმით, სახელმწიფოს ძალიან ძვირი უჯდება პრეზიდენტის სასახლის შენახვა. მომავალში პრეზიდენტის ხარჯები გადაიხედება და დაზოგილი თანხები დევნილებსა და სოციალურად დაუცველებს მოხმარდება.


"საცხოვრებლად სავსებით საკამარისია სახელმწიფო კანცელარიაში არსებული ფართი, რომლითაც ამ სასახლის აშენებამდე სარგებლობდა ქვეყნის პირველი პირი. ჩვენი ქვეყნის დღევანდელი ეკონომიკური მდგომარეობიდან გამოდინარე, არ გვაქვს ასეთ  ფეშენებელურ შენობაში ცხოვრების ფუფუნება. ამდენი დევნილისა და გაჭირვებული ხალხის ფონზე, ამორალურია  ასეთ შენობაში ცხოვრება", _ განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ.

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: