კახა კალაძე: დუმბაძე ბიძინა ივანიშვლის პრემიერობის დროს იყო გაფრთხილებული!
ვიცეპრემიერ კახა კალაძის განცხადებით, ბათუმის მაჟორიტარი მურმან დუმბაძე არაერთხელ იყო გაფრთხილებული იმასთან დაკავშირებით, რომ არ ჩარეულიყო აჭარის უმაღლესი საბჭოს მუშაობაში.
"ის არაერთხელ იქნა გაფრთხილებული იმასთან დაკავშირებით, რომ ეს ადამიანი ერეოდა აჭარაში მიმდინარე მოვლენებში, თუ ვინ უნდა ყოფილიყვნენ საკრებულოს წევრები, ვინ სად უნდა დანიშნულიყო. ერეოდა პირადად ხაბაძის უფლებამოსილებებში.
არაერთხელ იქნა გაფრთხილებული, ჯერ კიდევ მაშინ, როდესაც ბატონი ბიძინა ივანიშვილი იყო ქვეყნის პრემიერმინისტრი, მაგრამ ბატონი დუმბაძე ისევ თავის ჩვეულ რეჟიმში აგრძელებდა მოღვაწეობას და ჩვენ მივიღეთ შესაბამისი გადაწყვეტილება",– განაცხადა კალაძემ.
ცნობისათვის,ბათუმის მაჟორიტარი დეპუტატი, პარლამენტის ვიცესპიკერი მურმან დუმბაძე "ქართული ოცნებიდან" გარიცხეს.