სალომე ზურაბიშვილი:-"პრეზიდენტი, მოქალაქე, ჩვენ ...და საქართველო!"
პარტია "საქრთველოს გზი"-ს ლიდერი სალომე ზურაბიშვილი სოციალურ ქსელ "ფეისბუქში" პოსტს ავრცელებს სათაუირით "პრეზიდენტი, მოქალაქე, ჩვენ ...და საქართველო!" ,როგორც ზურაბიშვილის სტატუსიდან ვიგებთ იგი პრეზიდნეტის კონკურენტი იყო და უნდა იყოს მარგველაშვილზე ნაწყენი მან არაერთხელ დაიცვა იგი მაგალითისთვის კი პრეზიდენტის სასახლეში შესვლის მხარდაჭერა მოყავს,რომ მან მხარი დაუჭირა ამ გადაწყვეტილებას,ზურაბიშვილი ასვე იხსენებს ქუთაიში პრეზიდენიტს ჩასვლა არ ჩასვლის საკითხს და აღნიშნავს რომ ამ დროსაც მან პრეზიდნეტს დაუჭირა მხარი და მარგველაში.
ივეიონი სალომე ზურაბიშვილის განცახდებას უცველად გთავაზობთ
"იმის მიუხედავად რომ უნდა ყოფილიყო ჩემი კონკურენტი, რომ მასზე ნაწყენი უნდა ვყოფილიყავი (ქართული პოლიტიკური ჩვევების თანახმად) არა ერთხელ დავიცავი პრეზიდენტი: სასახლეში შესვლის გადაწყვეტილებას მხარი დავუჭირე (კიდევაც შევაგულიანე) რადგანც მიმაჩნდა, რომ ქვეყანას რომელსაც გააჩნია - მოგვწონს თუ არ მოგვწონს- ძვირად ღირებული საპრეზიდენტო სასახლე, მისი არ გამოყენება და დანიშნულების შეცვლა, პრეზიდენტობის ინსტიტუს ამავდროულად აკნეინებს და ქვეყნის სტატუს აქვეითებს
დავუჭირე მხარი ასევე, როცა უნდა მისულიყო ქუთაისში პარლამენტის გახსნის სესისაზე, რამეთუ პრეზიდენტის არ გამოჩენა ასეთ ვითარებაში პირიქით იქნებოდა პარლამენტის მიმართ უპატივცემლობა და დარღვევა ინსტიტუტთა შორის აუცილებელ და კონსტიტუციით დადგენილ ურთიერთობის წესებისა.
ასევე მიმაჩნდა რომ ბოლო კრიზისის დაძლევა მარტივად შეიძლებოდა ერთი -ორთავიანი- დელეგაციის შექმნით და დროში გადანაწილებით (პრეზიდენტი სესიის ერთ ნაწილს დაესწრებოდა, პრემიერი კი მთავარ გაეროს სესიას, რაც ხშირად ხდება).
მაგრამ პრეზიდენტის ფუნქციას და ინსტიტუტს თუ ვიცავ, ბევრ რამეში ვერ გავამართლებ პრეზიდენტის ქმედებებს და პოზიციებს: ჯერ იმით დავიწყოთ რომ თავის დროზე, როცა სწორედ და ჩემ საარჩევნო უფლებებზე ხმა არ ამოიღო და დათანხმდა ადგილი "დანიშნვნით" მოეპოვებინა ვიდრე ღია შეჯიბრში გამარჯვებით, ამის გამო პრეზიდენტის საყოვლეთაო არჩევანს თვითონვე წყალი შეუყენა, ინსტიტუტმაც და მის ლეგიტიმურობამ მიიღო პირველი დარტყმა!
შემდეგ - და უფრო მნიშვნელოვნად- პრეზიდენტმა როგორც სჩანს ვერ შეიგნო, რომ მისი ლეგიტიმურობის ერთადერთი წყარო ხალხია და ამდენად ხალხთან იყო, ყოველ ნაბიჯზე, ანგარიშ ვალდებული და მისთვის უნდა აეხსნა რას იცავდა და რატომ იცავდა. პირველივე დღიდან დიალოგის დეფიციტი შეიმჩნევოდა და გამოვლინდა თუნდაც იმაში რომ ვერ აუხსნა და გააგებინა თვით პრეზიდენტის ვინაობა : ანუ ერთი გუნდის წარმოამდგენელი იყო თუ ქვეყნის და ყველა მოქალაქის პრეზიდენტი? ჯერ გუნდის წევრად მოგვევლინა და გაუფრთხილებლად დაიწყო საყოველთაო პრეზიდენტობა... მაგრამ ეს მოხდა ისე რომ ახსნა განმარტება არ მოჰყვა და ამის გამო გაჩნდა განცდა, რომ პრეზიდენტი უფრთხილდება/უახლოვდება ნაციონალუღ მოძრაობის წარმომადგენლებს თუ, როგორც დააბრალეს ეხლა, იგი "კეკლუცობს" ნაცებთან... სინამდვილეში მგონი ეს იყო მისი მცდელობა რომ ეჩვენებინა საზოგადოებისთვის, რომ მიკერძოებული და ერთ პარტიული კი არა ყველასი პრეზიდენტი უნდოდა ყოფილიყო... მაგრამ დღევანდელ საქართველოში, სადაც წინა ხელისუფლების დანაშაული ჯერ გამოვლენილი და დასჯილი არაა, საკმაოდ სახიფათო თემაა და სჭირდებოდა ამას ბევრად მეტი სიფრთხილე და ხალხისითვის - არა ფილოსოფიურად - არამედ მარტივი ენით კარგად ახსნა.
მეორე შეცდომა დაშვებული იქნა სწორედ ამ მოგზაურობების ფონზე : წავა არ წავა? ვეთანხმები იმაში რომ კონსტიტუცია ნათლად ანიჭებს პრეზიდენტს წარმომადგენლობის ფუნქციას საგარეო საკითხებში და პარლამენტის მიერ მიღებულ ორიენტაციების პოლიტიკაში გატარებისას,,, ამავე დროს საგარეო პოლიტიკა მთავრობასაც ეკუთვნის , როგორც აღმასრულებელ ხელისუფლებას ... და სინამდვილეში დღეს აღვმოჩნდით რეალურად "კოჰაბიტაციის" სიტუაციაში როცა რიგ საკითხებში სინამდვილეში გადანაწილებულია კომპეტენცია და უფლებები... ამას სჭირდება მოგვარება და შეჯერება.. ამის მაგივრად პრეზიდენტმა (და ასევე პრემიერმა გარკვეულ წილად) ეს უსერიოზულესი კომპეტენციის საკითხი ფარსად გადააქცია! იმის მაგივრად რომ ორივეს ეფიქრათ და გადაეწყვიტათ სახელმწიფოებრივ ინტერესების გათვალისწინებით, არჩიეს გაწევ-გამოწევა, შენ-არა-მე, და რეალურად გადააქციეს ეს ამოცანა "პირად" საკითხად! ყველაზე ცუდი შედეგი იმაშია რომ ყველა დარწმუნდა რომ ეს "გაჯიუტება" პიროვნულ საწყისებზე წარმოიშვა და არა პრინიციპულ შეუთანხმებლობიდან გამომდინარე! აქ ორივე მხარე დამნაშავეა და არც ერთს არ ეყო გამბედაობა რომ მეორესთვის დაეთმო და ამითი ქვეყნისთვის აეცილებინა სირცხვილი. ამითი დაზარლადა ქვეყანა : არა იმიტომ როგორც გვეუბნებიან, რომ უცხო თვალში შევრცხვით (მეტიც გადაგვიტანია) ... დაზარლდა იმიტომ რომ ხალხის თვალში სახელმწიფო გამასხარავდა... და ამაზე პასუხისმგებელი სწორედ პრეზიდენტია : რამეთუ მისი მთავარი მოვალეობა - საგარეო სფეროს გარდა- სწორედ სახელმწიფოებრიობის გარანტია იყო და არის...
ან უნდა ისე აეხსნა ხალხისთვის რომ ეჭვიც არ გაჩენილიყო წასვლის აუცილებლობაში (რა საკითხების მოსაგვარებლად ან რომელი ინტერესების გადასარჩენლად) , ან უნდა დათმობის ფასად სახელმწიფოს სახე გადაერჩინა.
დაზარლადა ქვეყანა, მაგრამ ასევე სისტემა და თვით პრეზიდენტობა: პრეზიდენტი დამარცხდა და "ვერ" წავიდა რაც ძალიან ცუდი პრეცედენტია პრეზიდენტის ინსტიტუტისათვის (და თუ აქამდე მიიყვანა საქმე ბოლომდე უნდა გაეტანა და მაინც წასულიყო) ... გვაყას აწი არა მხოლოდ უფუნქციო პრეზიდენტი არამედ დღეიდან სუსტ პრეზიდენტად ხალხის მიერ აღიარებული.
რაც მთავარია საზოგადოებას აღარ ესმის რა რეჟიმში იმყოფება... და ამისი კარგი მაგალითია თვით "მოქალაქე", რომელსაც ჰგონია რომ საქართველო საპარალამენტო რეჟიმია!
სინამდვილეში საქართველო , როგორც ყველა იურისტს კარგად ესმის, რჩება ჯერ კიდევ შერეულ სისტემად სწორედ იმიტომ, რომ პრეზიდენტი არის, პარლამენტის გარდა, ერთადერთი არჩეული პირი სახელმწიფოში. ამდენად იმას გააჩნია მეტი ლეგიტიმურობა ვიდრე მთავრობას, რომლის წარმომადგენლები არ არიან პირდაპირი წესით არჩეულნი , არამედ პარლამენტისგან დანიშნულები და დამტკიცებულნი.
ეს ქაღალდზე !!! რეალურად კი ჩვენ ვიმყოფებით სრულიად "უცნაურ" და უნიკალურ რეჟიმში რომელიც კონსტიტუციით (ისედაც დამახინჯებული და სახე დაკარგული) არ განისაზღვრება: პარლამენტი არჩეული კი არა, სინამდვილეში "შერჩეული" იქნა ერთი მოქალაქესაგან რომელიც თვითონ არჩეული იყო (და დიდი უმრავლესობით) , მაგრამ რომლემან მალევე უარი თქვა ხალხისგან მიღებულ მანდატზე... დაუტოვა ქვეყანა არ-არჩეულ მთავრობას რომელსაც ლეგიტიმურობა არც პარლამენტისგან არც ხალხისგან ჰქონდა, არამედ იმ ერთ მოქალაქესაგან, რომელიც დღეს არავინ აღარაა და რაც მთავარია პასუხისმგებლობის - ანგარიშვალდებულების - მატარებელი აღარაა!...
ამ დროს კი, ერთადერთი პირდაპირი წესით არჩეული პირი, პრეზიდენტი, დღეს უკვე ძალადაკარგული და უფუნქციოდ დარჩენილია.
და ბოლოს საპარლამენტო რეჟიმის აარაფერი უჩანს პარლამენტს, რომელიც მხოლოდ მეორად უმნიშვნელო საკითხებზე ბჭობს და იღებს კანონებს, არავინ არ იცის რა პრიორიტეტის ან რა განსჯის შედეგად.... საზოგადოებას - რომლის ამაღლების აუცილებლობაზე ბევრი ითქვა- მედიას - რომლის არა პროფესიონალიზმზე კიდევ მეტი ითქვა - რეალურად ფუნქცია არ გააჩნიათ რამეთუ არ არსებობს თემა პოლიტიკური, შიდა თუ საგარეო, რომელზედაც ხელისუფლება თავის მოქალაქეებს ესაუბრება და ცდილობს მათი აზრის გაგებას ან მათთვის თავის მიზნების გაზიარებას....
და დავუბრუნდეთ პრეზიდენტს: ბევრი იმედგაცრუებული თუ "გაბრაზებული" ამბობს რომ რათ გვინდა პრეზიდენტი , ბევრი გვიჯდებაო (!) და სჯობს გადავიდეთ ბოლომდე საპარლამენტო რეჟიმში ... უკვე ვთქვი რატომ შორსა ვართ საპარლამენტო რეჟიმიდან ... მე არ ვიცი (და არ მგონია) რომ საპარალამენტო რეჟიმი მაინდამაინც სარგებელი იყოს საქართველოსთვის . მაგრამ ეს ძნელი სათქმელია რამეთუ ამის რეალური ანალიზი არასოდეს ყოფილა : რეალურად ხალხის მოთხოვნა საპარლამენტო რეჟიმისა პირდაპირი შედეგია წინა ხელისუფლების უფლებების გადამეტების და პრეზიდენტის ინსტიტუტის დიქტატურად გადაქცევის.
გასაგებია რომ ამ ორომტრიალში გავლილი მეორედ ამ მდგომარეობაში აღმოჩანა ხალხს არ სურდეს, მაგრამ პრობლემა საქართველოსი და ეს კარგად უნდა გავიაზროთ, არის სხვა : როცა ყველა ძალაუფლება, ყველა გადაწყვეტილების მიღების ცენტრი არის ერთი - გადაუნაწილებელი, კითხვის გარეშე, ანგარიშის გარეშე, გაუმჭვირვალე, ... ეს "ერთი" რა ადგილას ზის და რა სახელს ატარებს - პარტიის გენმდივანი, პრეზიდენტი, პრემიერი, პარალმენტის თავჯდომარე ... თუ "მოქალაქე" - ამას არავითარი მნიშვნელობა არა აქვს! მნიშვნელოვანი ისაა თუ ვინმე ამ "ერთს" აკონტროლებს, თუ ვინმეს შეუძლია მისი პასუხისმგებლობის საკითხი დააყენოს ამომრჩეველის წინაშე, თუ სადმე არსებობს - მედიაში თუ პარლამენტში, თუ სასამართოში - ამ "ერთის" ძალაუფლების დამაბალანსებელი ძალა....
დღეს საქართველოში ასეთი შემაკავებელი ძალა არ არსებობს ... ეს იყო პრეზიდენტის დანიშნულება .... ამისთვის ავირჩიეთ ... და ვერ შეასრულა...
ქვეყანა შიშველია.... სახელმწიფო დარღვეული .... ვინ გმართვას და საით მივყევართ... არ ვიცით ! წერს ზურაბიშვილი