ლევან აბურჯანიას უფლებამოსილება შეუჩერდა

ლევან აბურჯანიას უფლებამოსილება შეუჩერდა

რუსთავის მე-16 სასჯელაღსრულების ხელმძღვანელს ლევან აბურჯანიას უფლებამოსილება დროებით შეუჩერდა. ამის შესახებ სასჯელაღსრულების მინისტრმა სოზარ სუბარმა განაცხადა.


მინისტრის თქმით, ვიდრე საქმის გამოძიება დასრულდება აბურჯანიას მოვალეობას მისი მოადგილე შეასრულებს.


ამჟამად რუსთავის ციხეში სიმშვიდეა, თუმცა პატიმართა მშობლების განცხადებით, 20-მდე მსჯავრდებული ისევ შიმშილობს. მინისტრის განცხადების შემდეგ პატიმართა მშობლებმა გადაკეტილი სამანქანო გზაც გახსნეს.


"ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ მოკვლევის დასრულებამდე ლევან აბურჯანიას შეუჩერდეს უფლებამოსილება. ჩვენ გვაქვს 200-მდე მსჯავრდებულის განცხადება, რომლებიც ციხის უფროსის შეცვლას ითხოვენ. ციხეში დაგროვილია ბევრი პრობლემა, რომელთა გადაწყვეტასაც ეტაპობრივად დავიწყებთ", _ განაცხადა სოზარ სუბარმა.

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: